რეგულარული, განსაკუთრებით კი ძალისმიერი ვარჯიშისას, აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს საკმარისი რესურსი აღდგენითი პროცესებისთვის, რომელიც რამდენიმე მხარეს მოიცავს.(მაგალითად ძალის ზრდა, დაღლილობის შემცირება)
ერთ-ერთი ასეთი საკვებდანამატი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებში, არის თურქესტერონი, ბუნებრივი ტიპის ნაერთი, რომელიც აუმჯობესებს ძალას, ცხიმის წვას და ხელს უწყობს კუნთების აშენებას.
რა არის თურქესტერონი?
თურქესტერონი არის ეკდისტეროიდის კონცენტრირებული ტიპი (ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება მცენარეებში.) ეკდისტეროიდებს აქვთ ანაბოლური და ადაპტოგენური ეფექტი, ამიტომ ისინი აქტიურად გამოიყენება საკვებდანამატებში.მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეკდისტეროიდი გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა ისპანახი და ქინოა, მისი რაოდენობა მაინც არ არის საკმარისი.
თურქესტერონი ძირითადად გვხვდება ეკლიან მცენარეებში, რომელთა უმეტესობა იზრდება ცენტრალურ აზიაში, (ციმბირი, ბულგარეთი და ყაზახეთი.)
სხვა სახის ეკდისტეროიდულ დანამატებთან შედარებით, როგორიცაა ექდისტერონი, კვლევები ვარაუდობენ, რომ თურქესტერონი უფრო ძლიერია, განსაკუთრებით ანაბოლური (კუნთების აღმშენებლობის) ეფექტის კუთხით.
ეკდისტეროიდები ბუნებრივად წარმოქმნილი სტეროიდებია, რომლებსაც აქვთ ანდროგენების მსგავსი ქიმიური სტრუქტურა, მათ შორის "მამრობითი რეპროდუქციული ჰორმონის" რომელსაც ტესტოსტერონი ეწოდება.
ამიტომაც, კვლევები საფუძვლიანად ვარაუდობს რომ, რომ თურქესტერონის გამოყენება საკვებ დანამატის სახით საკმაოდ კარგი საშუალებაა ტესტოსტერონის დონის შენარჩუნებასა და ამაღლებაში.
თუმცა, თურქესტერონის საკვებდანამატის მიღება არ არის იგივე, რაც სინთეზური/ანაბოლური სტეროიდების ან ტესტოსტერონის მიღება, რადგან ის არ აკავშირებს ორგანიზმში იმავე ანდროგენულ რეცეპტორებს. თურქესტერონი არ ითვლება ხელოვნურ ჰორმონად და ის არ გამოიყენება ჰორმონის შემცვლელი თერაპიისთვის, როგორც ზოგიერთი სხვა ჰორმონალური მედიკამენტი.
ახლა კი, განვიხილოთ ცალკეულად თურქესტერონის სარგებელი.
კუნთოვანი მასის ზრდა
თურქესტერონს შეუძლია ხელი შეუწყოს კუნთების ზრდას, ასევე კუნთებისა და ცხიმების თანაფარდობას, რითაც აუმჯობესებს სხეულში მათ ბალანსს. ნაწილობრივ მას აქვს სიმსუქნის საწინააღმდეგო და მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი ეფექტიც.
როგორც ჩანს, ამას აკეთებს ლიპიდების შეწოვის შემცირებით, გლუკოზის მეტაბოლიზმის შეცვლით და ინსულინის წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქესტერონს მნიშვნელოვანი როლი აკისრია კუნთოვანი ქსოვილის სინთეზშიც, კონკრეტულად კუნთების უჯრედებში იგი აძლიერებს ამინომჟავა ლეიცინის ათვისებას.
ვარჯიშის ხარისხის გაუმჯობესება.
ეკდისტეროიდები ზრდის ATP სინთეზს, რაც აუმჯობესებს გამძლეობას და ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ თურქესტერონი ხელს უწყობს ადამიანის იმ უნარების გააუმჯობესებას, რომელიც პასუხისმგებელია ფიზიკური აქტივობის დროს, მძიმე წონებით ვარჯიშზე.
თურქესტერონი ორგანიზმს ეხმარება, ვარჯიშის შემდეგ დაშლილი კუნთოვანი ბოჭკოების აღდგენასა და გლიკოგენის კონცენტრაციის გაზრდაში. ეს ორი რამ ერთად, ეხმარება სხეულს მოიცილოს რძემჟავა, რათა დროულად დაიწყოს აღდგენითი პროცესები.
გარდა ამისა, თურქესტერონი, ორგანიმზში ინარჩუნებს აზოტის დადებით ბალანსს, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება კუნთების აღმშენებლობაზე.
ადაპტოგენური (სტრესის საწინააღმდეგო) ეფექტი
თურქესტერონი ითვლება ადაპტოგენად. ის მხარს უჭერს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ეხმარება სხეულს გაუმკლავდეს სტრესს და დაღლილობას.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თურქესტერონი ასევე აუმჯობესებს ძილს, ამცირებს შფოთვასა ზრდის და მოტივაციას, რომელიც დეპრესიის ერთ ერთი მთავარი მიზეზია.
თურქესტერონის მოქმედების მექანიზმები მოიცავს ანთებასთან ბრძოლასაც. იგი აძლიერებს ანტიოქსიდანტურ უნარებს, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და იმუნურ ფუნქციებს. როდესაც იმუნიტეტი ქვეითდება, ადამიანი დიდი სტრესის და მუდმივი დაღლილობის ქვეშ იმყოფება.
გვერდითი მოვლენები
ჯანმრთელობის თვალსაზირისით თურქესტერონი სრულიად უსაფრთხოა, განსხვავებით ანაბოლური სტეროიდებისგან. ძირითადად იმიტომ, რომ ისინი არ აკავშირებენ ანდროგენულ რეცეპტორებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ხელოვნურად წარმოებულ ჰორმონალურ სტეროიდებს გააჩნია სერიოზული გვერდითი მოვლენები: მადის, განწყობის, ლიბიდოს, თმის ზრდის, კანის ჯანმრთელობის ან ძილის ცვლილებები.
არსებობს „პოტენციური“ გვერდითი მოვლენები, რომლებიც ახლავს თურქესტერონის გამოყენებას. ესენია: გულისრევა, თავბრუსხვევა და საჭმლის მომნელებელი პრობლემები. ამ გვერდითი ეფექტების ძირითადი მიზეზი თურქესტერონის მშიერ კუჭზე მიღება სახელდება. ამიტომაც მიიღეთ იგი კვების შემდეგ და ყოველთვის დაიცავით დოზირების რეკომენდაციები.
გამოყენების წესი/დოზირება
თურქესტერონი საკვებდანამატის სახით დღიურად უნდა მიიღოთ 500 მილიგრამი, 8-იდან 12-ი კვირის განმავლობაში.
შეარჩიეთ ისეთი დანამატი, რომელიც შეიცავს მინიმუმ 90% თურქესტერონს. 2021 წლის მდგომარეობით, თურქესტერონი არის ყველაზე ძვირადღირებული დანამატი წარმოებისა და შესყიდვისთვის კუთხით, მაგრამ მწარმოებლები თვლიან, რომ უახლოეს წლებში ტექნოლოგიური მიღწევები ფასის დაწევის საშუალებას იძლევა.