როგორ დავიკლოთ წონაში ძილის დროს?

 

ძილი - ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების ორგანიზებული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროსგან გამოთიშვით. ძილის დროს, ადამიანის ფსიქოლოგიური აქტივობა გამიზნულად ითრგუნება, რათა ორგანიზმში მოხდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესების წარმართვა.

ძილის რუტინა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და მოტივაციაზე, ხოლო რამდენადაც ადამიანი მოტივირებულია, იმდენად მზად არის საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინოს.

გასათვალისწინებელია, რომ ძილის დარღვევამ, შესაძლოა ორგანიზმი აიძულოს, შეინარჩუნოს იმაზე მეტი ცხიმი ვიდრე საჭიროა, ეს კი თავის მხრივ აფერხებს მეტაბოლიზმს.

რა არის მეტაბოლიზმი? ქიმიურად აქტიური პროცესი, რომლის დროსაც სხეული ერთმანეთისგან განასხვავებს, ორგანიზმში მოხვედრილ საკვებ ნუტრიენტებს. რაც უფრო აქტიურია მეტაბოლიზმი, მით უფრო მარტივი ხდება ცხიმის წვა.   

მეტაბოლიზმის შენელება ასევე იწვევს ინსულინის სეკრეციას, რა დროსაც სისხლში იზრდება შაქრის დონე და ხდება ცხიმოვანი უჯრედების დაბლოკვა.

ძილის ეროვნული ფონდის კვლევის თანახმად, თანამედროვე ცხოვრება არღვევს ბუნებრივ ცირკადულ რიტმს, რომელსაც ნელ-ნელა და შეუმჩნევლად ეჩვევა ადამიანის სხეული.

დღევანდელ ჩვენს ბლოგში განვიხილავთ ამერიკული კომპანია NUTREX-ის საკვებ დანამატებს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია, როგორც ძილის მოწესრიგება, ასევე ძილის დროს ცხიმის წვა.

ბრენდის წარმოშობა - კომპანია NUTREX-ი დაარსდა 2002 წელს ამერიკაში, კერძოდ კი ფლორიდაში. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიის საკუთრებაშია 80 000 კვ ფუტის საწარმო, სადაც უახლესი ტექნოლოგიით ხდება, ორიგინალი ამერიკული საკვები დანამატების წარმოება.

ყველაზე დიდი პოპულარულობა კომპანიას მოუტანა LIPO 6 სერიის ცხიმისწველების შექმნამ, სადაც თითოული ინგრედიენტი საგულდაგულოდ  არის შერჩეული.

NUTREX - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ „ვიტამინი“, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ NUTREX - ის ორიგინალი, ამერიკული საკვები დანამატები.

განვიხილოთ NUTREX-ის რამდენიმე პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, როგორც ძილის მოწესრიგება, ასევე ძილის დროს ცხიმის დაწვა.

NUTREX – L-ARGININE  ლ-არგინინი გახლავთ ნახევრად ცვლადი სახის ამინომჟავა, რომლის როლიც ორგანიზმში საკმაოდ დიდია. ლ-არგინინი გავლენას ახდენს ძილზე, რადგან ის არის აზოტის ოქსიდის წინამორბედი. როდესაც აზოტის ოქსიდი გამოიყოფა სისხლში, ის ამშვიდებს სისხლძარღვებს. ეს კი ხელს უწყობს ენდოთელიუმის უჯრედების მოდუნებას, რომელსაც გავლენა აქვს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

-არგინინი ასუფთავებს სხეულს მავნე ნივთიერებებისგან, როგორიცაა ამიაკი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. ასევე მას აქვს უნარი, რომ ორგანიზმში შეამსუბუქოს როგორც ტკივილი, ასევე მოუსვენრობა და შფოთი, რომელიც შეიძლება ჩაძინების პრობლემა გახდეს.

NUTREX – MELATONIN მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს ჩვენი ძილის დროსა და ხარისხზე. მისი გამომუშავება დამოკიდებულია განათების ცვლილებაზე. ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს მელატონინს ღამით, როდესაც განათება მაქსიმალურად შემცირებულია. თუმცა ღამით სიფხიზლისა და ძილის რეჟიმის დარღვევისას ამ ჰორმონის გამომუშავება მცირდება. შესაბამისად ჩნდება ჩაძინებისა და ძილის ხარისხის პრობლემებიც. მელატონინის საკვები დანამატის სახით მიღება ასტიმულირებს მის ბუნებრივ გამომუშავებას და გვეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში.

მელატონინი წარმოიქმნება ტვინში არსებულ ფიჭვისებრ ჯირკვალში და ასევე დიდი რაოდენობით არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მელატონინი მონაწილეობს სხეულის, ტვინისა და ჯირკვლების მრავალ ბიოლოგიურ და მეტაბოლურ პროცესებში, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ძილის პროცესში ცხიმის წვაზე.

როდესაც ორგანიზმში ძილის ფუნქცია გამართულია, ორგანოები, განსაკუთრებით კი ღვიძლი, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჯიმში მოიხმარს ენერგიას, ცხიმებისა და ნახშირწყლების სახით.

ოფიციალურად დადასტურებული ფაქტი გახლავთ, რომ ქირურგიული ჩარევის შედეგად, კერძოდ კი ოპერაციის დასრულების შემდგომ, ადამიანების უმეტესობას, აღენიშნება ძილის პრობლემა. ამ დროს კი მათთვის ძალიან დამხმარეა, მელატონინის მიღება საკვები დანამატის სახით.

გარდა ძილის ხარისხის გაუმჯობესებისა, მელატონინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტსაც. იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმომქნის რისკს და უზრუნველყოფს ხარისხიან დასვენებას.

Nutrex - Lipo 6 Black Nighttime მსგავსი ტიპის პროდუქტი დღევანდელ დროში, ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენს. ეს გახლავთ კომპლექსური სახის, ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი ცხიმისმწველი, რომელიც განკუთვნილია ღამით, უშუალოდ ძილის დროს, დაწვათ ცხიმი.

Lipo 6 Black Nighttime - ი შეიცავს ხარისხიანი ძილისთვის საჭირო ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: L-THEANINE და 5-HTP.

L-THEANINE - არის უნიკალური სახის ამინომჟავა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ჩაის სახეობის ხეებსა და მათ ფოთლებში. მაგალითად მწვანე ჩაის გამორჩეულ ეფექტს, ზუსტად აღნიშნული ამინომჟავა ხდის.

ერთ-ერთმა კვლევამ, სადაც 104 ადამიანი იღებდა მონაწილეობას ცხადყო, რომ L-THEANINE - ის მეშვეობით შესაძლებელია: ნერვული სისტემის დაცვა, სტრესისა და დეპრესიის შემცირება, ჰორმონალური ბალანსის სტაბილურობა და ასე შემდეგ..

ცნობილ ჟურნალში, BEVERAGES-ში გამოქვეყნებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ L-THEANINE - ს შეუძლია შეამციროს სასუნთქი გზების ინფექციები და შეამციროს სუნთქვითი პრობლემები. სუნთქვის უკმარისობა, ხელს უშლის ჟანგბადის წარმოებას სისხლში, რომელიც დიდ როლს ასრულებს ორგანიზმში სტაბილურად მიმდინარეობდეს ენერგიის გამომუშავება და ცხიმის წვა.

5-HTP - არის ცილოვანი სამშენებლო ბლოკის L-ტრიპტოფანის ქიმიური ქვეპროდუქტი რომელიც მზადდება აფრიკული მცენარის თესლისგან და ცნობილია როგორც GRIFFONIS SIMPlICIFOLIA.

5-HTP მუშაობს ტვინში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ქიმიური სეროტონინის გამომუშავების გაზრდით. სეროტონინს შეუძლია გავლენა მოახდინოს ძილზე, მადაზე, ტემპერატურაზე, სექსუალურ ქცევასა და ტკივილის შეგრძნებაზე.

ვინაიდან 5-HTP ზრდის სეროტონინის დონეს, იგი გამოიყენება იმ პირობებში, რომლებშიც ითვლება, რომ სეროტონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

სეროტონინი არის ჰორმონი, რომელიც ასევე ებრძვის დეპრესიას, შფოთვას და ბევრ სხვა ადამიანისთვის არასასურველ მდგომარეობას.