რატომ არიან ადამიანები ბუნებრივად გამხდრები?
ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს, რომლებიც რასაც უნდათ იმას მიირთმევენ, თუმცა წონაში მაინც არ აქვთ ცვლილებები. ბევრი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ადამიანები სუსტი აღნაგობის იმის მიუხედავად, რომ არაფერს არ ზღუდავენ თავიანთ კვების რაციონში.
მოდი, ამის რეალურ მიზეზზე ვისაუბროთ.
რა ხდის ადამიანს ბუნებრივად გამხდარს ?
მცდარია ის მოსაზრება, რომ ადამიანი გამხდარი შეიძლება იმიტომ იყოს, რომ ნაკლებს ჭამს ან პირიქით- ჭარბწონიანს იმიტომ აქვს დიდი მასა, რომ ძალიან ბევრს ჭამს.
ხშირად გამხდარი ადამიანი ჭამს სწრაფი კვების ობიექტიდან საკვებს, სვამს შაქრიან სასმელებს და არ ერიდება ალკოჰოლს. ხოლო როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდება, არც მაშინ ამბობს უარს საკვებზე. როგორ ახერხებენ ასეთი ადამიანები წონის შენარჩუნებას?
საქმე იმაშია, რომ გამხდარ ადამიანებს აქვთ აქტიური ფერმენტი, რომელიც განსაკუთრებით არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. მას ეწოდება AMPK (5′ AMP-გააქტიურებული პროტეინ კინაზა), რომელსაც ასევე სხეულის ენერგიის სენსორსაც უწოდებენ.
ეს ფერმენტი ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას, ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს კუნთების აქტიურ მუშაობას.
პროტეინ კინაზა ასევე მონაწილეობს სიცოცხლის გახანგრძლივების პროცესებშიც და აფერხებს უჯრედის დაბერებას.
სწორედ ამიტომ, სუსტი აღნაგობის ადამიანებს გააჩნიათ უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი. თუ თქვენც გსურთ მეტაბოლიზმის ამ კუთხით გააქტიურება, წონაში კლება და გაუმჯობესებული ჯანმრთელობა, ქვემოთ განხილული რჩევები დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ გაააქტიუროთ თქვენს სხეულში არსებული პროტეინ კინაზა.
პროტეინ კინაზა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სამიზნედ ქრონიკული დაავადებებისა პროფილაქტიკის დროს. იგი ეფექტიანად ებრძვის სიმსუქნეს, დიაბეტს და ანთებით პროცესებს. უბრალოდ ამისათვის საჭიროა ორგანიზმში მისი სათანადოდ „გამოღვიძება“.
კარგი ამბავი ისაა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გააქტიურება, რის შემდგომაც უმჯობესებდება მეტაბოლური მოქმედებები, შედეგად, ორგანიზმი თანდათანობით კარგავს საკვების მიმართ მგრძნობელობას.
საბოლოოდ, კი მიდიხართ იქამდე რომ მიირთმევთ იმავე რაოდენობის საკვებს რისი მიღებაც, ადრე იწვევდა წონის მატებას, მაგრამ ახლა პირიქითაც შეიძლება მოხდეს და წონაშიც კი შეიძლება დაიკლოთ, თუმცა მიზნის სრულყოფილად მიღწევაში, სამი რამ დაგეხმარებათ:
მაღალი ინტენსივობის ვარჯიში
მასში შედის კარდიო ტიპის ვარჯიშები, ისეთები როგორებიცაა: სირბილი, ტემპში სიარული, კიბეებზე ასვლა, ბაგირზე ცოცვა და მრავალი სხვა. თუმცა, ასეთი ტიპის ვარჯიშები თავიდანვე ყველასთვის არ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკვე საკმაოდ ჭარბი წონა აქვთ.
საჭიროა ორგანიზმი თანდათანობით გადაიყვანოთ ინტენსიური ვარჯიშის სხვადასხვა ეტაპებზე. საერთო ჯამში კი ვარჯიში აღიარებულია, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და AMPK-ის გააქტიურების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალება.
ყინულის აბაზანები
ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა ყინულის აბაზანები. ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ის ძალიან სასარგებლოა. უბრალოდ საჭიროა სწორად ვიცოდეთ მისი გამოყენება. ვარჯიშის მსგავსად ყინულის აბაზანებიც ორგანიმზში ააქტიურებს პროტეინ კინაზას.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
აღმოჩნდა რომ ყინულის აბაზანები ააქტიურებს AMPK-ს, თუმცა უშუალოდ ადამიანებზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვრეაგირებთ სიცივეზე, ეს დაგვეხმარება საჭირო დასკვნის გამოტანაში. ამიტომაც თუ სიცივე თქვენთვის დიდ დისკომფორტს არ წარმოადგენს სცადეთ ეს მეთოდი. (ზოგიერთი ადამიანი მსგავსი პროცედურის დაწყებამდე მიმართავს ხოლმე ექიმს.)
ინტერვალური კვება
ინტერვალური კვება ეგრეთ წოდებული Fasting-ი, რომლის დროსაც ორგანიზმს გარკვეული საათები აშიმშილებთ. შიმშილის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 16 - 18 საათს ( ქალების შემთხვევაში რეკომენდებულია მაქსიმუმ 16 საათი.). დანარჩენი 6 ან 8 საათი კი ზომიერების ფარგლებში მიირთმევთ იმას რაც გსურთ. ინტერვალური შიმშილის დროს, არ უნდა მოხდეს საკვების მკვეთრი რაოდენობით შემცირება, ეს საჭიროა იმისათვის, რომ ორგანიზმში არ შემცირდეს პროტეინ კინაზას გამოყოფა.
ჯანსაღი წონის კლებისთვის და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ინტერვალური შიმშილის დროს, პერსონალიზებული მიდგომის დაცვა. ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვისაც არ სურს საკვების მინიმუმამდე შემცირება ან ცივი ყინულის აბაზანების მიღება. ინტერვალურ შიმშილს ასევე უწოდებენ მეტაბოლიზმის “მცველს”, რადგან იგი ითვლება წონის დაკლების აჩქარებულ საშუალებად.