რა არის ვიტამინი B1 (თიამინი)?

თიამინი (იგივე ვიტამინი B1) არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც გვხვდება სხეულის თითქმის ყველა უჯრედში. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგიის დონის და ჯანსაღი მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად. თიამინი ტექნიკურად არის თიაზოლისა და პირიმიდინის გოგირდის მიერ წარმოებული. იგი არსებითად მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ჯამში ქმნიან "B ვიტამინის კომპლექსს". ამ ტიპის ვიტამინები განსაკუთრებით აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების დასარეგულირებლად.

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია თიამინის გამომუშავება, ამიტომ უნდა მივიღოთ საკვები რაციონიდან ან საკვები დანამატის სახით, რათა თავიდან ავიცილოთ თიამინის დეფიციტი.

განვითარებულ ქვეყნებში, ხშირია თიამინის დეფიციტ განსაკუთრებით იმ ადანიანებში, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, რადგან მისი რეგულარული გამოყენება ამცირებს თიამინის შეწოვას საკვებიდან. შედეგად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხდება თიამინის სინთეზის დაქვეითება.

რა სიმპტომები ახასიათებს თიამინის ნაკლებობას?

წონის სწრაფი დაკლება

Ცუდი მადა

კოლიტი

საჭმლის მომნელებელი პრობლემები, როგორიცაა დიარეა

ნერვის დაზიანება

ნერვის ანთება (ნევრიტი)

დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა

მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება

დაბნეულობა

გაღიზიანებადობა

კუნთების სისუსტე, კუნთების დაქვეითება, კრუნჩხვები, ტკივილი ფეხებში

ფსიქიკური ცვლილებები, როგორიცაა აპათია ან დეპრესია

რა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს არ გააჩნია საკმარისი თიამინი?

თიამინის მაღალი კონცენტრაცია ჩვეულებრივ გვხვდება ჩონჩხის კუნთებში, გულში, ღვიძლში, თირკმელებში და ტვინში. თიამინის დეფიციტი იწვევს პერიფერიული ნერვების და თავის ტვინის ნაწილების, მათ შორის თალამუსის დეგენერაციას. დეფიციტმა ასევე შეიძლება შეამციროს სისხლის მიმოქცევა, გამოიწვიოს სისხლძარღვთა წინააღმდეგობა, და გამოიწვიოს გულის გაფართოება.

რა იწვევს თიამინის დაბალ დონეს? ის ადამიანები, რომლებიც განიცდიან ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს, აღენიშნებათ თიამინის დეფიციტი:

ღვიძლის პრობლემები

ალკოჰოლიზმი

ანორექსია და სხვა კვებითი დარღვევები, რაც იწვევს არასრულფასოვან კვებას

ხანდაზმული ასაკი, რა დროსაც ხშირია კვებითი პრობლემები,  ქრონიკული დაავადებები და მედიკამენტების გამოყენება

კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მათ შორის გახანგრძლივებული დიარეა და ღებინება

აივ/შიდსი

დიაბეტი

რაფინირებული საკვების ხშირი გამოყენება

ყავასა და ჩაიში არსებობს ნივთიერება, რომელსაც ტანინებს უწოდებენ. მათი ძალიან ხშირი გამოყენება ორგანიზმისთვის ართულებს თიამინის ათვისებას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი პრობლემები. თუმცა ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი იღებს კოფეინს ძალიან დიდი რაოდენობით.

მოერიდეთ უმი საკვების გამოყენებას. განსაკუთრებით თევზი და მოლუსკები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ანადგურებენ თიამინს. ეს შემთხვევა დაფიქსირდა ადამიანებში, რომლებიც მიირთმევენ დიდი რაოდენობით უმ ზღვის პროდუქტებს.(მოხარშული თევზი ან ზღვის პროდუქტები არ იწვევს იგივე პრობლემას.)

თიამინის დღიური დოზა

საკვების უმეტესობა თიამინის კარგი წყაროა და მისი მიღება ინდივიდუალურია:

დაბადებიდან 6 თვემდე - 0.2 მგ

7-12 თვე - 0,3 მგ

1-3 წელი - 0,5 მგ

4-8 წელი - 0,6 მგ

9-13 წელი - 0,9 მგ

14-18 წელი - 1,2 მგ მამაკაცებისთვის; 1.0 მგ ქალებისთვის.

19-50 წელი - 1,2 მგ მამაკაცებისთვის; 1.1 ქალებისთვის; 1.4 მგ ორსული ან მეძუძური ქალებისთვის

51+ წლები - 1,2 მგ მამაკაცებისთვის; 1.1 მგ ქალებისთვის

თიამინის განსაკუთრებით დაბალი დონე ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს თინეიჯერობის ასაკში. ამ დროს, ჩვეულებრივ დოზად ითვლება 5-დან 30 მილიგრამ დღეში, როგორც ერთჯერადი დოზით, ასევე გაყოფილი დოზებით ერთი თვის განმავლობაში. საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, ასაკზე და აქტივობის დონეზე. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, ვარჯიში, ავადმყოფობა და ორსულობა, ზრდის თიამინის საჭიროებას.

თიამინის მძიმე დეფიციტის ტიპიური დოზა შეიძლება იყოს 300 მილიგრამამდე დღეში, თუმცა ეს მხოლოდ ექიმების მიერ ინიშნება და გამოიყენება ინდივიდუალურ შემთხვევებში. თიამინის მაღალი დოზები ეძლევათ განსაკუთრებულად თიამინის დეფიციტის მქონე ადამიანებს.

თიამინით მდიდარი საკვები

თიამინი მდიდარი საკვებია: ხორცი, ლობიო, თხილ, შვრია, ქერი და ზღვის მცენარეები. (მაგალითად სპირულინა)

თიამინის კარგი წყაროა სრულმარცვლოვან და გამდიდრებულ მარცვლეულ პროდუქტები, როგორიცაა პური, მაკარონი და ბრინჯი.  ეს საკვები გამდიდრებულია თიამინით, რაც ნიშნავს, რომ იგი საკვებში სინთეზურად ემატება.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკვები ბუნებრივად შეიცავს თიამინს, მათი დამუშავებისას თიამინის რაოდენობა იკლებს. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიიღოთ საკვები დანამატის სახით. შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თიამინი იყოს მაღალი ხარისხის და რეალური საკვები წყაროდან დამზადებული.

 

გვერდითი მოვლენები

დღევანდელი მონაცემებით თიამინის მიღებისას არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები, რადგან ის წყალში ხსნადი ვიტამინია და სრულად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

შეჯამება

თიამინი (ვიტამინი B1) არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვანია ენერგიის დონის მხარდასაჭერად, კოგნიტური ჯანმრთელობის, გულის ფუნქციების და ჯანსაღი მეტაბოლიზმისთვის.

რა ხდება თიამინის დეფიციტის დროს? რადგან თიამინი იმყოფება სხეულის ყველა უჯრედში, მისი დეფიციტი გავლენას ახდენს ყველა ორგანოს მუშაობაზე, განსაკუთრებით ნერვული სისტემის და გულის უჯრედებზე. თიამინის არაადეკვატურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა გართულებები, კოგნიტური პრობლემები, დაღლილობა, ნერვის დაზიანება, კუნთების სისუსტე და ხელი შეუშალოს ორგანიზმის დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.