Saw Palmetto სარგებელი საკმაოდ დიდი ხანია ცნობილი. ეს არის მცენარე, რომელსაც იყენებენ მედიცინაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში. Saw Palmetto იქმნება სპეციალური ნაყოფისგან რომელსაც პალმის კენკრა ეწოდება.
დღეს, Saw Palmetto საკვებდანამატები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტია მამაკაცებში. 2011 წელს მხოლოდ აშშ-ში გაიყიდა 18 მილიონ დოლარზე მეტი პალმეტო, რის გამოც გაყიდვების კუთხით, მესამე ადგილი დაიმკვიდრა მცენარეულ საკვებდანამატებს შორის. Saw Palmetto სხვა გავრცელებული სახელებია ამერიკული ჯუჯა პალმის ხე და კომბოსტოს პალმა.
როგორც ავღნიშნეთ Saw Palmetto-ს სასარგებლო თვისებები ცნობილია საუკუნეების განმავლობაში. ეს შთამბეჭდავი მცენარე გამოიყენებოდა ტრადიციულ და ალტერნატიულ მედიცინაში. მისი აქტიური ინგრედიენტებია ცხიმოვანი მჟავები, მცენარეული სტეროლები და ფლავონოიდები.
კენკრა, რომლისგანაც Saw Palmetto მზადდება შეიცავს მაღალი მოლეკულური სტრუქტურის მქონე პოლისაქარიდებს, ეს არის განსაკუთრებულად ღირებული ნახშირწყლები, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას.
Saw palmetto სარგებელი
პროსტატის ჰიპერტროფიის მკურნალობა.
მამაკაცებში ხშირი გავრცელებული ფორმაა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. ასეთ დროს, იცვლება პროსტატის ჯირკვლის მოცულობა.
სწორედ მაშინ, როდესაც პროსტატის ჯირკვალი გადიდდება, მამაკაცებს უჩნდებათ ქვედა საშარდე გზების სიმპტომები.
გადიდებული პროსტატის ჯირკვლის დროს, არსებობს ანთების საშიშროება, რაც იწვევს შარდვის გაძნელებას, შარდის ბუშტში ქვების დაგროვებას და ინფექციას.
სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ saw palmetto აფერხებს ტესტოსტერონის პროსტატის უჯრედებთან შეკავშირებასა და სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ამცირებს პროსტატის უჯრედების გამრავლებასა და გაფართოებას.
რაც მთავარია saw palmetto არის ბუნებრივი საკვებდანამატი, რომელსაც არ აქვს გვერდითი მოვლენები. ამიტომაც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ტესტოსტერონის და პროსტატის ჯანმრთელობის ბუნებრივი გზით მკურნალობის წყაროდ.
Saw palmetto საკვებდანამატები მოქმედებს როგორც 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორები. ეს ნიშნავს, რომ ისინი ანელებენ ტესტოსტერონის DHT-ად(ჰორმონი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მამაკაცის სქესობრივ განვითარებაში. თუმცა მისი ზედმეტი რაოდენობა, იწვევს სხვადასხვა გართულებებს)გარდაქმნას ფერმენტის ბლოკირებით და ხელს უშლიან მის ზედმეტ წარმოქმნას. კვლევის მიხედვით, DHT პასუხისმგებელია პროსტატის გაფართოებაზე, რაც შესაძლოა პროსტატის კიბოს გამომწვევი იყოს.
კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ saw palmetto აფერხებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდას და ანადგურებს საშიშ უჯრედებს. პეკინის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პალმეტომ შეაჩერა პროსტატის კიბოს უჯრედების და DHT ზრდა.
თმის ცვენის შეჩერება
Saw palmetto - ს ექსტრაქტები გამოიყენება თმისცვენის შესაჩერებლად, რადგან ისინი დაბალანსებულად ინარჩუნებენ ტესტოსტერონის დონეს. ასაკის მატებასთან ერთად, ტესტოსტერონის ჰორმონი მცირდება და ჰორმონი დიჰიდროტესტოსტერონი(DHT) კი ირზდება.
ჩვეულებრივ, თმის ცვენის შემდეგ, თმა კვლავ იწყებს ზრდას იმავე ფოლიკულიდან - მაგრამ თუ DHT მაღალია, თმის ზრდა მცირდება. Saw palmetto-ს უპირატესობაა დაარეგულიროს ტესტოსტერონის DHT-ად გარდაქმნა, რაც დადებითად აისახება თმის ზრდის პროცესზე.
ერექციული დისფუნქცია
ერექციული დისფუნქცია ჩნდება მაშინ, როდესაც მამაკაცის სასქესო ორგანოს, გლუვი კუნთების შეკუმშვა შეფერხებულია, ან ზედმეტად გადატვირთულია ანდროგენული რეცეპტორების, მაგალითად ტესტოსტერონის გარდაქმნის ფოსფოდიესტერაზა 5-ად (PDE5).
PDE5 არის ტესტოსტერონის გადატვირთვის შედეგად წარმოებული, რომელიც, იწვევს ერექციულ დისფუნქციას. როდესაც ეს ნივთიერება ჭარბი მოცულობით არის სასქესო ორგანოში ერექციული ქსოვილის დეგრადაცია ხდება.
ამ კუთხით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ saw palmeto გავლენას ახდენს PDE5-ის ზომიერებაზე, რაც არ აძლევს ქსოვილს დეგრადაციის შესაძლებლობას.
საშარდე ფუნქციების გაუმჯობესება
საშარდე პრობლემები საკმაოდ გავრცებული პრობლემაა მამაკაცებში. იმის გამო, რომ პალმეტოს ექსტრაქტი პირდაპირ გავლენას ახდენს საშარდე გზების სხვადასხვა რეცეპტორებზე, მას შეუძლია მართოს საშარდე დისფუნქცია მამაკაცებში, რომელიც ძირითადად გამოწვეულია პროსტატის ჰიპერპლაზიით.პალმეტოს ექსტრაქტს შეუძლია დაუკავშირდეს ფარმაკოლოგიურად შესაბამის რეცეპტორებს და შეამსუბუქოს ქვედა საშარდე გზების სიმპტომები, რის შედეგადაც უმჯობესდება შარდის ნაკადი.