რა არის ფენილალანინი?
L-ფენილალანინი არის ადამიანის ორგანიზმში აუცილებელი ამინომჟავის ბუნებრივი ფორმა.
ამინომჟავები არის მოლეკულები, რომლებიც დაკავშირებულია ჯაჭვებში, რათა წარმოქმნან პეპტიდები და ცილები სხეულში. პეპტიდები არის ამინომჟავების მოკლე ჯაჭვები, რომლებიც შედგება ორიდან ორმოცდაათამდე ამინომჟავისგან. თუ ამინომჟავების ჯაჭვი 50-ზე მეტია, მას უწოდებენ ცილას ან პოლიპეპტიდს. პროტეინები გამოიყენება სხვადასხვა როლში ქსოვილის სტრუქტურის და სხეულის ფუნქციონირებაში.
ამინომჟავების სპეციფიკური რაოდენობა და თანმიმდევრობა განსაზღვრავს ცილის ფორმას და ფუნქციას.
როგორც აქამდეც გვითქვამს, ადამიანის ორგანიზმი სწორად ფუნქციონირებისთვის იყენებს 20 განსხვავებულ ამინომჟავას. ამ ამინომჟავებიდან ცხრას ეწოდება არსებითი ამინომჟავები რომელსაც ვიღებთ საკვებიდან, ხოლო დანარჩენი თერთმეტი ყალიბდება სხეულში და მათ უწოდებენ არაარსებით ამინომჟავებს.
L-ფენილალანინი არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც სასიცოცხლო როლს ასრულებს სხეულში, რადგან ის გამოიყენება ცილების წარმოებაში რომელიც მნიშვნელოვანია ტვინის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორად ფუნქციონირებისთვის.
ფენილალანინი უმეტესად გვხვდება ცილოვან საკვებში როგორიცაა კვერცხი, ხორცი, რძის პროდუქტები, თხილი და პარკოსნები.
L-ფენილალანინის ჯანმრთელობის სარგებელი
ნეიროტრანსმიტერების წარმოება.
ნეიროტრანსმიტერები არის ქიმიკატები, რომლებიც გადასცემენ ნერვულ იმპულსებს ერთი ნერვიდან მეორეზე. ნეიროტრანსმიტერების წარმოებისას L-ფენილალანინი გარდაიქმნება ამინომჟავად L-ტიროზინში, რომელიც შემდეგ შეიძლება გარდაიქმნას ნეიროტრანსმიტერ დოფამინად, ნორეპინეფრინად და ეპინეფრინად. ეს ნეიროტრანსმიტერები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორი ხასიათი, შეგრძნება და განწყობა გვაქვს. ასევე არეგულირებენ სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა გულისცემა და არტერიული წნევა.
L-ფენილალანინი და მისი სარკისებური გამოსახულება D-ფენილალანინი ასევე შეიძლება გარდაიქმნას ნეიროტრანსმიტერ ფენილეთილამინად (PEA). ამ საინტერესო ამინომჟავას აქვს მასტიმულირებელი და განწყობის ამაღლების თვისებები.
ფენილანინი გამოიყენება ტვინის უჯრედების მიერ ემოციური ეიფორიის მომენტებში, მათ შორის სიყვარულის გამოხატულებისას.
არსებობს სიყვარულთან ასოცირებულ საკვები, მაგალითად შოკოლადი. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან შოკოლადი ფენილანინის მდიდარი წყარო, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბიოქიმიური მიზეზი იმისა, რომ ეს საკვები რომანტიკასა და სიყვარულთან ასოცირდება. სხვა საკვები რომელიც გამოირჩევა ფენილანინის მაღალი შემცველობით არის ქაშაყი და ჩედარის ყველი.
არსებობს მტკიცებულება, რომ ორგანიზმში ფენილანინის დაბალი დონე ასოცირდება მელანქოლიურ განწყობასთან. ამიტომ თუ თქვენთვისაც ეს განწყობა ნაცნობია მიიღეთ ფენილანინით მდიდარი საკვები ან საკვებდანამატები, რომლებიც აძლიერებს ადამიანის განწყობას.
ტკივილგამაყუჩებელი
კვლევები ადასტურებს, რომ ფენილალანინს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები, რომელშიც იგულისხმება ქრონიკული ტკივილის და ანთების წინააღმდეგ ბრძოლა.