რა არის ცირკადული დროის სისტემა?

ცირკადული სისტემა არის ჩვენი სხეულის შინაგანი დროის აღრიცხვის მექანიზმი. საათი, რომელიც აკონტროლებს დროზე დამოკიდებულ ბიოლოგიური პროცესების რიტმს, რომელსაც მეორენაირად ქრონობიოლოგია ეწოდება.

ცირკადული დროის სისტემა არის ბიოლოგიური კარდიოსტიმულატორი, რომელიც არეგულირებს ენდოკრინულ და მეტაბოლურ მოქმედებებს, რათა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა უჯრედული აქტივობები.

ბიოლოგიური საათი კოორდინაციას უწევს სხვადასხვა ფუნქციებს, რომელიც, საერთო ჯამში გვასწავლის გარემოს შესაბამისად მოქცევას.

დღის განმავლობაში, ფიზიკური აქტივობის მხარდასაჭერად, ცირკადული დროის სისტემა ცვლის მეტაბოლიზმის მუშაობას, ცდილობს მაქსიმალური ენერგიის გამომუშავებასა და მის შენახვას. ამას აკეთებს ჰორმონალური სიგნალების მეშვეობით (ინსულინის სიგნალის გაზრდა) რომლებიც ხელს უწყობენ საკვები ნივთიერებების (გლუკოზა, ცხიმოვანი მჟავები) გამოყენებას უჯრედების ენერგიის წარმოებისთვის (ატფ-ის სახით) და ენერგიის რეზერვების (გლიკოგენის) შესავსებად.

საღამო საათებში, ცირკადული დროის სისტემა ხელს უწყობს ძილს და ცვლის მეტაბოლიზმის და დაგროვილი ენერგიის მუშაობის პრინციპს.

ცირკადული დროის სისტემა საშუალებას აძლევს სხეულში არსებულ ყველა უჯრედსა თუ სისტემას, წინასწარ განსაზღვრონ მოახლოებული გარემოს ცვლილებები და მოერგონ მათ.

მაგალითად, როდესაც მზე ჩადის, ქსოვილებმა „იციან, რომ მალე დავიძინებთ, ამიტომ ორგანიზმი ძილისთვის საჭირო ენერგიას წინასწარ არეზერვებს. ანალოგიურად, როდესაც მზე ამოდის, უჯრედებმა უკვე იციან, რომ მალე გავიღვიძებთ და გასცემს შესაბამისს სიგნალს.

ადამიანის სხეულში არსებულ ჰორმონებს აქვთ შეტყობინებების მსგავსი ფუნქცია, რომლის გადატანაც შეუძლიათ სისხლში. ძირითადად არსებობს ორი ჰორმონი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ შეტყობინებების მართვაში, ესენია: მელატონინი და კორტიზოლი.

 

მელატონინის ფუნქცია

მელატონინი არის ცირკადული დროის სისტემის ძირითადი სასიგნალო მოლეკულა, რომელსაც ადამიანის ერთ ერთი ჯირკვალი გამოიმუშავებს.

მელატონინიც მუშაობს ცირკადული რიტმით, რომელსაც ორგანიზმი მსუბუქად გამოყოფოს მზის ჩასვლის შემდეგ, (9 საათიდან)ხოლო პიკს აღწევს შუაღამისას.(2 საათიდან 4 საათამდე) გამთენიისას მისი დონე კვლავ მცირდება.

მელატონინის გამომუშავება განპირობებულია ნეირონული სასიგნალო გზის მეშვეობით, რომელიც აქტიურია მხოლოდ ღამით. დღის განმავლობაში, თვალის ბადურიდან დაფიქსირებული სინათლე აფერხებს ნეირონულ სიგნალს, რის შედეგადაც ჩერდება მელატონინის სინთეზი. ამ მექანიზმის მეშვეობით, მელატონინის გამომუშავება თრგუნავს სინათლეს და აძლიერებს სიბნელეს. ამიტომაც არის, რომ ღამით ადამიანს ბუნებრივად უჩნდება ძილის სურვილი, ხოლო დღისით ფხიზლად არის.

მელატონინი გამოიყოფა სისხლში და აღწევს სხეულის ყველა ქსოვილში, სადაც ის არეგულირებს აქტივობას და ტვინს საჭირო სიგნალს აძლევს სიბნელის მოახლოებისას. თავის ტვინში და პერიფერიულ ქსოვილებში მოქმედებით, მელატონინი ხელს უწყობს ძილს და სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომელიც ძილის დროს მიმდინარეობს.

კორტიზოლის ფუნქცია

კორტიზოლი ცნობილია, როგორც სტრესის ჰორმონი, მაგრამ ამის გარდა, ის არის მნიშვნელოვანი სასიგნალო მოლეკულა ცირკადული დროის სისტემაში. კორტიზოლი გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვალში.

გაღვიძებამდე, რამდენიმე ხნით ადრე მკვეთრად იზრდება კორტიზოლის დონე ორგანიზმში, რომელიც სხეულს საშუალებას აძლევს: 1.) გაიღვიძოს დროულად, 2.) მოემზადოს ფიზიკური დატვირთვისა და კვებისთვის.

კორტიზოლის სიგნალზე რეაგირებენ უჯრედებიც, რომლებიც ემზადებიან საკვები ნივთიერებების დასამუშავებლად და ენერგეტიკული რეზერვების შესავსებად.

ცირკადული დროის დარღვევა

სხეული ოპტიმიზირებულია გარემოსდაცვითი 24-საათიანი მოდელის შესაბამისად, მაგრამ ტექნოლოგიამ და თანამედროვე ცხოვრების წესმა შეაფერხა მისი ეს მუშაობა.

ამის ერთ ერთი მიზეზია ხელოვნური სინათლის შუქი, რომლის მთავარი წყარო ელექტრონული მოწყობილობებია. ერთ ერთი ასეთი გავრცელებული სინათლე ცნობილია „ლურჯი შუქის“ სახელით. ამ და სხვა ხელოვნური სინათლის წყაროების ღამის საათებში ზემოქმედება, მომენტალურად ამცირებს მელატონინის გამომუშავებას. ამიტომაც არის რომ, საღამო საათებში, ტელეფონთან კომუნიკაციის შედეგად, ადამიანს აღარ უჩნდება დაძინების სურვილი.

ცირკადული დროის დარღვევა, ძილის გარდა, უარყოფით გავლენას ახდენს მეტაბოლურ, გულ-სისხლძარღვთა და ადამიანის განწყობის სხვადასხვა ფუნქციებზე.

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, იზრდება ცნობიერება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცირკადული რიტმები ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ცირკადული დარღვევის ძირითადი მიზეზებია: ჩვენებური აღქმა სინათლე-სიბნელის მიმართ,(ამაში იგულისხმება, როდესაც ადამიანის რეჟიმი დარღვეულია, მაგალითად ღვიძავს გვიანობამდე და ძინავს დღის განმავლობაში.) და არაჯანსაღი კვება.

ამიტომ, რამდენადაც თქვენი ცხოვრება ამის საშუალებას მოგცემთ, შეეცადეთ ხელი შეუწყოთ ცირკადულ რიტმს, რამდენიმე მარტივი ჩვევის გამომუშავებით: 1)მოერიდეთ ძილის წინ ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას, ან გამოიყენეთ სპეციალური ლურჯი სინათლის ჩამკეტი სათვალე.2)იკვებეთ რეგულარულად და ჯანსაღად, ძირითადად დღის განმავლობაში. 3) გაიღვიძეთ დილით ადრე, გადით გარეთ და მიიღეთ მზის შუქი.