პროპოლისი განისაზღვრება, როგორც ფისოვანი ნარევი, რომელსაც ფუტკარი ქმნის საკუთარი ნერწყვისა და ცვილის შერწყმის შედეგად გამოყოფილ ნივთიერებებთან ერთად. ამ ყველაფერს ფუტკარი აგროვებს ხის კვირტებიდან და სხვადასასხვა ყვავილებიდან.
პროპოლისის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რას აგროვებს ფუტკარი ბუნებიდან მის შესაქმნელად, მაგრამ, ძირითადში პროპოლისს დაკრავს მუქი ყავისფერი ელფერი.
პროპოლისი დიდ მიზანს ემსახურება ფუტკრების სამყაროში. ისინი მას იყენებენ სკაში ბზარების და ხარვეზების დასალუქად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ ეს ღიობები სათანადოდ არ დაილუქება, სკა დაუცველი იქნება ქვეწარმავლებისგან.
როდესაც მეცნიერები დააკვირდნენ პროპოლისის ზუსტ ქიმიურ შემადგენლობას, აღმოაჩინეს, რომ ის რეალურად შეიცავს 300-ზე მეტ ბუნებრივ ნაერთს, მათ შორის ამინომჟავებს, ფენოლურ ნაერთებს, პოლიფენოლებს და ასე შემდეგ.
ზოგადად, ნედლი პროპოლისი შედგება დაახლოებით 50 პროცენტი ფისისგან, 30 პროცენტი ცვილისგან, 10 პროცენტი ეთერზეთებისგან, 5 პროცენტით მტვრისგან და სხვადასხვა ორგანული ნაერთებისგან.
პროპოლისის გამოყენება ძველი დროიდან თარიღდება. მაგალითად, ეგვიპტელები მას იყენებდნენ მუმიფიკაციის პროცესში, ხოლო ბერძნები და ასურელები მოიხმარდნენ ჭრილობების სამკურნალოდ.
თანამედროვე მეცნიერები კვლავაც იკვლევენ პროპოლისს და დღესაც ითვლება სამკურნალო ნივთიერებად.
ახლა მოდი ვისაუბროთ პროპოლისის კონკრეტულ სარგებელზე.
1.სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლა
ფუტკრის პროპოლისის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მას აქვს სიმსივნის და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. განსაკუთრებით პროპოლისში არსებული 2 პოლიფენოლი ებრძვის კიბოს უჯრედებს. ესენია ფენეთილი და არტეპილინი.
ამ ორი პოლიფენოლის შედეგად შესაძლებელია სიმსივნურ უჯრედებში დნმ-ის სინთეზი დათრგუნვა.
2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა პროპოლისის ექსტრაქტების ეფექტი სიმსივნური უჯრედების ზრდაზე. ყველა ექსტრაქტმა აჩვენა მაღალი ანტიოქსიდანტური და ფენოლური აქტივობა. მთლიანობაში, პროპოლისის ექსტრაქტებმა დაადასტურა კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება და გაახანგრძლივა იმ სუბიექტების გადარჩენა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სიმსივნე.
ამ კვლევის შედეგად გამოიტანეს დასკვა, რომ პროპოლისის ექსტრაქტები შეიძლება ჩაითვალოს კიბოს წიბააღმდეგ ბრძოლის ბუნებრივად საშუალებად.
2. კანდიდოზის სიმპტომების მკურნალობა
კანდიდოზი არის ინფექციის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც გვხვდება პირის ღრუსა და ნაწლავის ტრაქტში.
თუ იმუნური სისტემა ოპტიმალურად ფუნქციონირებს, ეს ინფექცია არ არის სერიოზული. თუმცა, იმუნური პრობლემების შემთხვევაში კანდიდოზის ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებში, მათ შორის სისხლში, გულსა და ტვინის მიდამოებში.
პროპოლისის ექსტრაქტი აფერხებს პირის ღრუს კანდიდოზის დაკავშირებულ ანთებას და ხელს უშლის მის გავრცელებას.
2011 წელს Journal of Medicinal Food-ში, გამოქვეყნებულმა კვლევამ, დაადასტურა, რომ პროპოლისს, ინფექციის ერთ ერთი ყველაზე მაღალი საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. კვლევა ჩატარდა 40 სხვადასხვა სახის ინფექციურ შტამებზე.
3. ჰერპესის მკურნალობა
ჰერპეს ვირუსი (HSV) ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა, რომელიც ვითარდება პირის ღრუსა და ტუჩის მიდამოებში.
ჰერპეს ვირუსი ცხოვრობს ადამიანის იმუნურ სისტემაში და სიცოცხლის განმავლობაში ძირითადად მიძინებულია. თუმცა, პერიოდულად იგი თავს იჩენს და ძალიან არასასიამოვნოა.
ჰერპესული წყლული ჩვეულებრივ გრძელდება 10-დან 14 დღემდე და არასასიამოვნოა სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან იწვევს სიწითლეს, ტკივილს, წვას და ხშირად უხერხულობას.
პროპოლისი ამცირებს როგორც ჰერპესის სიმპტომებს, ასევე ითვლება ამ მხრივ სამკურნალოდ საშუალებად.
არაერთი კვლევა ადასტურებს ამ ფაქტს. ის ადამიანები რომლებიც მკურნალობისას იყენებდნენ პროპოლისს, მათი დაზიანებები უფრო სწრაფად განიკურნა.
4. ებრძვის პარაზიტებს
არსებობს პარაზიტული ინფექცია რომელსაც Giardiasis ეწოდება. იგი შეიძლება განვითარდეს წვრილ ნაწლავში, მიკროსკოპული პარაზიტების გამრავლების შედეგად.
ადამიანი ამ ინფექციით შეიძლება დაინფიცირდეს დაბინძურებული საკვების ან წყლის შედეგად.
პროპოლისი მისი ანტიპარაზიტული თვისებების შედეგად ეფექტიანად ებრძვის ამ პრობლემას.
კლინიკურად ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროპოლისის ექტრაქტი კურნავს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში გავრცელებულ პარაზიტულ ინფექციებს.