Warrior - Essenial Creatine - არის ბრიტანეთში წარმოებული პრემიუმ ხარისხის დანამატი, კუნთის მასის და ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. კრეატინი არის მეტაბოლიკი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს, რადგანაც იგი საჭიროა ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, თუმცა ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს მისი მიღება დამატებით სჭირდებათ, რადგანაც შესაბამისი ენერგო ხარჯიც მაღალი აქვთ. პროდუქტი ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე გამოკვლეული საკვები დანამატი და მისი სხვადასხვა დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ითვლება.
კრეატინს შეუძლია სწრაფად გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი ადენოზინტრიფოსფატის (ATP) რესინთეზისათვის, რომელიც არის ადამიანის ენერგიის ძირითადი წყარო. Warrior - Essential Creatine - არის სუფთა კრეატინ მონოჰიდრატი, რომელიც არის კრეატინის ყველაზე პოპულარული სახე, რადგანაც იგი გეხმარებათ, როგორც ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაში, ასევე წონის და კუნთური მასის მომატებაში, რომელსაც იგი კუნთის უჯრედებში წყლის დაკავებით აღწევს. კრეატინის მიერ მომატებული წონა (გარდა მოლეკულური მხარდაჭერისა) თავის მხრივ გეხმარებათ ფიზიკური ძალის მომატებაში, რაც ამ პროდუქტს უნიკალურს და გამორჩეულს ხდის. თუ გსურს მოიმატო წონა, კუნთის მასა და ფიზიკური მაჩვენებლები, ესეიგი Warrior - Essential Ceatine სწორედ რომ შენთვისაა.
Warrio - Essential Creatine - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს ძალას და ენერგიას
– მატებს წონას და კუნთოვან მასას
– ასტიმულირებს ცილის სინთეზს
– აძლიერებს ATP-ს რესინთეზს
– ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას
– არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყალსა და შაქარს
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 5გრ) 200 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ, ან შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ დილით, უზმოზე. კრეატინის გამოყენების პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი (მინიმუმ 3 ლიტრი დღეში).
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.