Vitamin Power AAKG-ის ძირითადი ამოცანაა გაზარდოს აზოტის ოქსიდის წარმოება. გააფართოვოს სისხლძარღვები და გააუმჯობესოს სისხლის ნაკადის ტრანსპორტირება ორგანიზმში, რაც ავტომატურად იწვევს კუნთოვანი ქსოვილის უფრო მეტი ჟანგბადითა და ნუტრიენტებით მომარაგებას.
AAKG ეფექტური საშუალებაა ფამფისთვის და ძალისმიერი მონაცემების გასაუმჯობესებლად. იგი შეიცავს უმაღლესი ხარისხის ალფა-კეტოგლუტარტ L- არგინინის მაღალი კონცენტრაციით.
AAKG განკუთვნილია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის ასევე მოყვარულთათვისაც, ვისი მიზანიც არის გამძლეობისა და ძალის მატება. მისი დადებითი თვისებაა სწრაფად აღადგინოს დახარჯული ენერგია და დაზიანებული ქსოვილები. იგი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინომჟავებისა და კრეატინის მეტაბოლიზმში, რაც აუცილებელია კუნთის ზრდისთვის.
გარდა სპორტული მიზნებისა, არჯინინი გამოიყენება არტერიული წნევის მოწესრიგებისა და ავთვისებიანი უჯრედების გამრავლების შეფერხებისთვის, ამიტომ მას ხშრიად უნიშნავენ ონკო-პაციენტებს.
AAKG-ს თვისებები
- აძლიერებს იმუნიტეტს
- აძლიერებს ტესტოსტერონის გამომუშავებას
- წარმოქმნის ფამფინგს
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
- მონაწილეობს კრეატინის სინთეზში
- აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
- აფართოვებს სისხლძარღვებს
- აწესრიგებს არტერიულ წნევას
მიღების წესი და დოზირება მიიღეთ 1 პორცია (5 გრამი) ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე და 1 პორცია დაძინებამდე 30-60 წთ ადრე. გახსენით 200-300მლ წყალში.
ვარჯიშის წინ საუკეთესო შედეგის მისაღებად შეგიძლიათ გადაურიოთ კრეატინს, ციტრულინს ან ორივეს ერთად.
გაფრთხილება არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.