Swanson - CoQ10 200 mg არის პროდუქტი, რომელიც შეცავს კოფერმენტ Q10-ს.
კოფერმენტები საჭიროა ფერმენტების სწორად ფუნქციონირებისთვის. CoQ10 მონაწილეობს უჯრედებში ენერგიის წარმოების პროცესში, კერძოდ, მიტოქონდრიებში, სადაც ეხმარება ATP-ის (ადენოზინტრიფოსფატი) წარმოქმნას, რაც ენერგიის მთავარი წყაროა.
კოფერმენტების როლია, უზრუნველყონ ფერმენტის მიერ წარმოქმნილი რეაქციის მიმდინარეობა. მაგალითად, CoQ10 (კოფერმენტი Q10) მიტოქონდრიებში ატარებს ელექტრონებს ენერგიის წარმოების პროცესში, რაც აუცილებელია უჯრედების ფუნქციონირებისთვის.
ჩვენი სხეული აწარმოებს CoQ10 ბუნებრივად, მაგრამ მისი წარმოება ასაკის მატებასთან ერთად იკლებს, ამიტომ მისი მიღება განსაკუთრებით რეკომენდირებულია საშუალო ასაკის და მოხუცების, ასევე აქტიური ადამიანებისა და სპორტსმენებისთვის, ენერგიის დონის გაუმჯობესებისა და უჯრედების ჯანსაღი ფუნქციონირების მხარდაჭერისთვის.
CoQ10-ის სარგებელი ორგანიზმისთვის მრავალმხრივია:
ენერგიის წარმოება
CoQ10 მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედული ენერგიის, კერძოდ, ATP-ის სინთეზში, რაც ენერგიას აძლევს სხეულს, განსაკუთრებით ისეთ ორგანოებს, როგორიცაა გული და კუნთები.
ანტიოქსიდანტური დაცვა
CoQ10 ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებისგან და ეხმარება იმუნიტეტს.
გულის ჯანმრთელობა
კვლევების თანახმად, CoQ10 სასარგებლოა გულის დაავადებების, განსაკუთრებით გულის უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის. ის აუმჯობესებს გულის მუშაობას და ამცირებს ანთებით პროცესებს.
გულის წნევის რეგულირება
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ CoQ10-ს შეუძლია შეამციროს მაღალი წნევა, რაც სასარგებლოა მაღალი წნევის მქონე პაციენტებისთვის.
კანის ჯანმრთელობა
კოსმეტიკურ პროდუქტებში CoQ10-ის გამოყენება ეხმარება კანის ელასტიურობის შენარჩუნებას, ნაოჭების შემცირებას და მზისგან გამოწვეული დაზიანებისგან დაცვას.
ტვინისა და ნერვული სისტემის მხარდაჭერა
CoQ10-ი იცავს ნერვულ სისტემას ჟანგვითი სტრესისგან, რაც ტვინის ჯანმრთელობისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში ეხმარება.
Swanson - CoQ10 200 mg- ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს უჯრედში ენერგიის გამომუშავებას
– ებრძვის თავისუფალ რადიკალებს
– ამცირებს ჟანგვით სტრესს
– აახალგაზრდავებს კანს
– მატებს სხეულის ზოგად ენერგიას
– ასტიმულირებს ტვინის გამართულ ფუნქციონირებას
– გვეხმარება გულის უკმარისობის დროს
– აქვს ძლიერი ბიოშეღწევადობა და სწრაფი ათვისება
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში 1 ტაბლეტი, საკვებთან ერთად.
შენიშვნა:
CoQ10 უკეთესად შეიწოვება ცხიმთან ერთად მიღებისას, ამიტომ სასურველია მისი მიღება ცხიმიან საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.