Snacky – არაქისის კარაქი არის უმაღლესი ხარისხის ქართული მიწის თხილის კარაქი. მიწის თხილის კარაქს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ჯანსაღ ცხიმს, საკვებ ბოჭკოსა და მცირე რაოდენობის ნახშირწყალს. იგი ცილის კარგი წყაროა, რაც ძალზედ სასარგებლო პროდუქტად აქცევს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ იღებენ ცილას ცხოველური წყაროებიდან (ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის). მიწის თხილის კარაქი გამოირჩევა ცხიმის მაღალი შემცველობით, თუმცა ძირითადი წილი ჯანსაღ ცხიმზე მოდის. ცხიმის ნახევარი შედგება ოლეინის მჟავისგან, ჯანსაღი ტიპის მონოუჯერი ცხიმისგან. გარდა ამისა, მიწის თხილის კარაქი შეიცავს ლინოლეინის მჟავას, ომეგა -6 ცხიმოვან მჟავას. ცხიმის მაღალი შემცველობის გამო, მიწის თხილის კარაქი ასევე წარმოადგენს მაღალკალორიულ პროდუქტს, თუმცა მისი ზომიერი მიღება შესაძლებელია როგორც წონის მატების, ასევე კლების დროსაც. მიწის თხილის კარაქი ასევე მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, მინერალითა და ანტიოქსიდანტით. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა ვიტამინების: E, B3, B5, B6, ბიოტინი, ფოლატი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, თუთია და სელენის შემცველობით. Snacky – არაქისის კარაქი არ შეიცავს დანამატებსა და შაქარს. მისი ფაქტურა ჰაეროვანი და ფაფუკია. გამოკვეთილად იგრძნობა ახლად მოხალული არაქისის მარცვლების გემო და არომატი. Snacky – არაქისის კარაქი-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: – შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას – შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს – მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით – არის მაღალკალორიული პროდუქტი – აქვს გამორჩეული გემო და არომატი – არ შეიცავს შაქარსა და დამნამატებს
Snacky - არაქისის კარაქი ქრანჩი
48.00₾
29.00₾
წონა | 1კგ |
---|
მარაგში
არ არის მარაგში
მიმდინარე ფასდაკლებები
|
მიტანის სერვისი
მიწოდება თბილისის მასშტაბით
- მიტანის სერვისის ღირებულება თბილისის მასშტაბით შეადგენს 4 ლარს.
- მიტანის სერვისი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 - 20:00.
- 18:00 საათამდე დაფიქსირებულ შეკვეთებს მიიღებთ 1-2 სამუშაო დღეში, ხოლო 18:00 საათის შემდეგ დაფიქსირებულ შეკვეთებს - 2-3 სამუშაო დღეში.
- შეგიძლიათ, ისარგებლოთ ექსპრეს შეკვეთით, რომელიც გულისხმობს 17:00 საათამდე დაფიქსირებული შეკვეთის იმავე სამუშაო დღეს მიტანას, რომლის ღირებულებაა 8 ლარი.
- თუ შეკვეთის ჯამური ღირებულება შეადგენს 200 ლარს ან მეტს მიტანის სერვისი უფასოა (მხოლოდ თბილისის მასშტაბით).
- პროდუქტის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ, როგორც ჩვენი ვებგვერდიდან საბანკო ბარათის გამოყენებით, ასევე კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით ან ადგილზე ამანათის მიღებისას, როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით ( აღნიშნული ინფორმაცია შეკვეთის გაფორმების დროს უნდა მიუთითოთ).
მიწოდება საქართველოს მასშტაბით
საქართველოს მასშტაბით მიწოდებით სარგებლობისას შეკვეთის ღირებულების გადახდა ხდება მხოლოდ ონლაინ საბანკო ანგარიშის საშუალებით ან კომპანიის ანგარიშზე თანხის წინასწარი გადმორიცხვით.
საქართველოს ფოსტა
შეკვეთის შესრულებიდან მეორე სამუშაო დღეს ხდება შეკვეთის საქართველოს ფოსტისთვის გადაცემა, რომლის ტრანსპორტირების საშუალო დრო გახლავთ 2-3 სამუშაო დღე. გზავნილის ასაღებად უნდა მიბრძანდეთ საქართველოს ფოსტის შესაბამის ფილიალში. ტრანსპორტირების ღირებულებას იხდით შეკვეთის განთავსებისას ( 8 ლარი).
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.