Real Pharm – Vitamin D3 არის კაფსულების სახით წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი- D3.
ვიტამინი D3 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია. ვინაიდან ამ ვიტამინის მიღების მხოლოდ ორი წყარო არსებობს, მზის სხივები და რამდენიმე საკვები პროდუქტი, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აღენიშნება მისი დეფიციტი. დეფიციტის შედეგად ხდება ძვლის მინერალიზაციის დაქვეითება და ძვლის დაზიანება, რაც იწვევს ძვლის დარბილების დაავადებებს, ბავშვებში რაქიტის სახით, ხოლო მოზრდილებში ოსტეომალაციას.
D3 ვიტამინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე არის მისი ჩართულობა იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. მისი ნაკლებობა ავტომატურად განაპირობებს ჩვენი იმუნიტეტის დასუსტებასა და არასრულფასოვან მოქმედებას. მისი დაბალი დონე ასოცირდება რესპირატორული დაავადებების მომატებულ რისკთან.
D3 ვიტამინმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გუნება-განწყობილების დარეგულირებასა და დეპრესიის თავიდან ასაცილებლად.
ასევე მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის გავლენა მენტალურ და კოგნიტურ ჯანმრთელობაზე და ძვიალ-სახსროვანი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.
Real Pharm – Vitamin D3 წარმოდგენილია ეფექტურად ათვისებადი კაფსულების სახით და თითოეული კაფსულა გვთავაზობს 4000 IU ვიტამინ D3-ს.
Real Pharm – Vitamin D3-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მონაწილეობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში
– ზრდის კალციუმის დონეს ორგანიზმში
– აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას
– აუმჯობესებს მენტალურ და კოგნიტურ ჯანმრთელობას
– მონაწილეობს უჯრედის დაყოფის პროცესში
– აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას
– წაროდგენილია სწრაფასდ შეწოვადი კაფსულების სახით
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში, ჭამის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.