L-ტრიპტოფანი არის ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ცილების შესაქმნელად და მონაწილეობს ორგანიზმში მიმიდნარე უამრავ პროცესში.
სხეული იყენებს ტრიპტოფანს მელატონინისა და სეროტონინის წარმოქმნაში. მელატონინი ხელს უწყობს ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულირებას. სეროტონინი ხელს უწყობს მადის, ძილის, განწყობისა და ტკივილის რეგულირებას.
ღვიძლს ასევე შეუძლია გამოიყენოს ტრიპტოფანი ნიაცინის (ვიტამინი B3) გამოსამუშავებლად, რომელიც საჭიროა ენერგიის მეტაბოლიზმისა და დნმ-ის წარმოებისთვის.
L-ტრიპტოფანი ასევე ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს მენტალურ სიჯანსაღეს ნერვიულობისა და დაძაბულობის პირობებში.
real pharm - Tryptophan-ის თვისებები და მახასიათებლები:
- ხელს უწყობს ძილის ციკლების მოწესრიგებას
- აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას
- ამცირებს სტრესს და დეპრესიას
- ზრდოს გონების შესაძლებლობებს
- დადებითად მოქმედებს ღვიძლის მუშაობაზე
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დაძინებამდე 30-60 წთ ადრე
გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ თუ ალერგიული ხართ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტზე. დიეტური დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შემცვლელი, მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. დიეტური დანამატები უნდა ინახებოდეს პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის. პროდუქტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.