Real Pharm - L-ornithine შეიცავს ამინომჟავას - ორნითინს თავისუფალ ფორმაში (L-ორნითინი), კაფსულის სახით, 500 მგ დოზირებით. შეფუთვაში მოცემულია 90 პორცია.
ორნითინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის დეტოქსიკაციაში ამიაკის მოცილების გზით - ნივთიერება, რომელიც მეტაბოლური პროცესების შედეგად წარმოიქმნება.
L-ორნითინის შემცველმა დანამატებმა შესაძლებელია, გააუმჯობესონ სპორტული შედეგები, როგორიცაა ძალა, სიმძლავრე და სისწრაფე, ასევე ხელი შეუწყონ აზოტის ოქსიდის მაღალ დონეს, რაც უზრუნველყოფს „პამპინგის“ ეფექტს და ვენების გამოკვეთას.
დადებითი თვისებები:
- ეხმარება ორგანიზმს ამიაკის დეტოქსიკაციაში შარდოვანას ციკლის მეშვეობით
- ხელს უწყობს ღვიძლის ჯანსაღ ფუნქციონირებას და მის რეგენერაციას
- აუმჯობესებს ცილების მეტაბოლიზმს და აზოტის ბალანსს
- ხელს უწყობს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმის სწრაფ აღდგენას
- ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას ინტენსიური ვარჯიშის დროს
- დადებითად მოქმედებს ძილის ხარისხზე და ამცირებს სტრესის დონეს
- ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის ბუნებრივ გამოყოფას
- აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას
მიღების წესი:
რეკომენდებულია დღეში 1-2-ჯერ, თითო კაფსულა, ან სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. შეინახეთ მშრალ გრილ და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილად.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.