Real Pharm – L-carnitine არის კაფსულების სახით წარმოდგენილი ეფექტური ცხიმისმწველი L-კარნიტინი.
L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.
ითვლება, რომ L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
Real Pharm – L-carnitine-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს 900 მგ L-კარნიტინს 1 კაფსულაზე
– აძლიერებს ცხიმის წვას და ხელს უწყობს წონის კლებას
– ასწრაფებს მეტაბოლიზმს
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ტვინის ფუნქციონირებაზე
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
მიღების წესი:
მიიღეთ 1 კაფსულა, 1-2-ჯერ დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.