RAW Nutrition - Isolate Protein – არის უმაღლესი ხარისხის, ამერიკული შრატის იზოლატის პროტეინი, რომელიც დამზადებულია სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის მეთოდით, რომელიც ხელს უშლის ცილის სტრუქტურის დაშლას. ამგვარად შენარჩუნებულია ნატურალური ამინომჟავების პროფილი და ცილის ფრაქციები გათავისუფლებულია არასაჭირო მინარევებისგან. შედეგად, მიღებულია მაღალი ბიოშეღწევადობის, სწრაფად შეწოვადი და ათვისებადი ცილა, ამინომჟავების სრულყოფილი პროფილით.
პროდუქტი უზრუნველყოფს კუნთების ცილის სინთეზის დაწყებას (კუნთების მშენებლობა) და აფერხებს ცილების დაშლის პროცესს. ეს მნიშვნელოვანია, თუ თქვენი მიზანი გამოშრობა და ამასთანავე, კუნთოვანი მასის შენარჩუნებაა. იგი აძლიერებს ვარჯიშის ანაბოლურ ეფექტს, რადგან ის სწრაფად აწვდის აუცილებელ ამინომჟავებს კუნთოვან ქსოვილს, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.
RAW Nutrition - Isolate Protein ეს ულტრა სუფთა პროტეინი დამზადებულია ბალახით ნაკვები ძროხის რძისგან (Grass-fed), შესაბამისად არ შეიცავს ჰორმონებს, რომელსაც ძროხები იღებენ ხელოვნური საკვების მიღების დროს. მის შემადგენლობაში არ გვხვდება სოიოც. რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ პროტეინის ხარისხსა და სისუფთავეს.
RAW Nutrition - Isolate Protein - ის თვისებები და მახასიათებლები
- ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
- უზრუნველყოფს სრულფასოვან აღდგენას
- არის 100% Grass-fed იზოლატის ცილა
- მიღებულია ჯვარედინი მიკროფილტრაციის ტექნოლოგიით
- შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს
- გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით
- არ შეიცავს ლაქტოზასა, გლუტენს, სოიოს და ჰორმონებს
პროდუქტი დამზადებულია GMP- ის მკაცრი ხარისხის კონტროლის ქვეშ.
მისი ხარისხი შეესაბამება ამერიკის სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და ფლობს Informed Sport და Informed Protein სერთიფიკატებს.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ 1 (მასში მოთავსებული კოვზი) ვარჯიშის შემდეგ ან დილით უზმოზე. გახსენით 200-300მლ წყალში ან რძეში. საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ დღეში 2 პორცია.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა. ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.