Proactive - Glutamine Load არის ფხვნილის სახით მოცემული საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპორტსმენებისთვის. მისი დანიშნულებაა შეავსოს სპორტსმენების რაციონი მაღალი ხარისხის ამინომჟავა L-გლუტამინით - ორგანიზმების ცილის შემქმნელი ამინომჟავით.
გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბევრ ასპექტზე გააჩნია გავლენა და წარმოადგენს ცილის სამშენებლო ბლოკს. ვარჯიშის პირობებში, იგი გვეხმარება აღდგენაში და ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში. ამას გარდა, L-გლუტამინი მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს ძლიერ იმუნურ სისტემას.
გლუტამინი წარმოადგენს კუნთებში არსებული ამინომჟავების 60%-ს და ორგანიზმში მთლიანად არსებული ამინომჟავების 20%-ზე მეტს.
კვლევებმა დაადასტურა გლუტამინის დადებითი ეფექტი კანის უჯრედული ქსოვილის აღდგენაშიც. ამიტომ მედიცინაში მას აქტიურად უნიშნავენ დამწვრობის მქონე პაციენტებს.
სპორტსმენებისთვის გლუტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ენერგიის აღდგენაში და ზრდის მის შესაძლებლობებს. ძილის წინ მისი მიღება ასტიმულირებს ორი უმთავრესი ჰორმონის, ზრდის ჰორმონისა და მელატონინის გამოყოფას. მელატონინი გვეხმარება ღრმა ძილში, ხოლო ზრდის ჰორმონი კუნთოვანი ქსოვილის ზრდაში. მოზარდებში ზრდის ჰორმონი პასუხისმეგებელია როგორც კუნთოვანი, ასევე ძვლოვანი სისტემბის ზრდაზე.
ძირითადი მახასიათებლები:
– აჩქარებს კუნთის აღდგენას
– ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
– მონაწილოებს ცილის სინთეზში
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობაში
– უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– ეხმარება კანის ქსოვილს დამწვრობის შემდეგ სწრაფ აღდგენაში
მიღების წესი და დოზირება:
5 გრამი (1 კოვზი) შეურიეთ 200 მლ წყალს ან წვენს და მიიღეთ დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ. არ გადააჭარბოთ დღეში დასაშვები პროდუქტის მაქსიმუმ 2 პორციას (10 გ - 2 კოვზი).
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.