Optimum Nutrition - Whey Gold Standard არის მსოფლიოში N1 შრატის პროტეინი, რომელიც აღიარებულია როგორც ოქროს სტანდარტი.
Whey Gold Standard არის წლების განმავლობაში გამოცდილი, უნიკალური ფორმულთ შექმნილი პროტეინი. პროდუქტი პირველად 2008 წელს გამოჩნდა და დღემდე ოქროს ფორმულად ითვლება ცილოვანი საკვები დანამატების ბაზარზე.
პროდუქტში გაერთიანებულია შრატის ცილის სამი ფორმა: ვეი იზოლატი, ვეი კონცენტრატი და ვეი პეპტიდი. ამგვარად, მას აქვს სტაბილური მოქმედება და ორგანიზმს აწვდის ადვილად ათვისებად ცილას როგორც მოკლე, ასევე ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში. Whey Gold Standard უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვაი მასის მატებას და ვარჯიშის შემდგომ აღდგენას. მისი ყოველდღიური გამოყენება დაგეხმარებათ დაღლილობისა და კუნთების ტკივილის შემცირებაში.
პროდუქტი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 24 გრამ მაღალი ხარისხის ცილას, 1,5 გრამ ცხიმს, 3 გრამ ნახშირწყალსა და სულ რაღაც 120 კალორიას. მას ასევე დამატებული აქვს აუცილებელი ამინომჟავები BCAA-ს სახით.
Optimum Nutrition - Whey Gold Standard მზაადდება GMP სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში, სადაც კონტროლდება არამხოლოდ ნედლეულის ხარისხი, არამედ შესაფუთი მასალა და პროდუქტში მოთავსებული საზომი კოვზიც კი. პროტეინი არ შიეცავს გლუტენს და ფლობს Informed Choice სერთიფიკატს. რაც ნიშნავს, რომ იგი დატესტილია და არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს.
Optimum Nutrition - Whey Gold Standard-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- შეცავს 3 სახის კომპლექსურ ცილას
- უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის მატებას
- ზრდის ძალას და გამძლეობას
- უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
- ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
- არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი პროტეინი
- დამზადებულია GMP სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში
- არ შეიცავს გლუტენს
- ტესტირებულია აკრძალულ ნივთიერებებზე და ფლობს Informed Choice სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 300 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.