Optimum Nutrition - Amino Energy არის ლიდერი პროდუქტი ამინომჟავების კატეგორიაში.
ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც 14 სახის ამინომჟავას შეიცავს, მათ შორის შეუცვლელ ამინომჟავებსა (EAA), BCAA-ს მნიშვნელოვანი დოზირებით. ამათ გარდა, შედის ბეტა-ალანინი, გლუტამინი, ტაურინი და სხვა აუცილებელი ამინომჟავები. ამინომჟავების ასეთი ძლიერი შემადგენლობით, პროდუქტი უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ სრულფასოვან აღდგენას, დაღლილობისა და კუნთების ტკივილის შემცირებას და კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებას.
გარდა ამისა Amino Energy-ს დამატებული აქვს ენერგეტიკული ინგრედიენტები კოფეინის, მწვანე ჩაისა და მწვანე ყავის სახით. ამგვარად, იგი უზრუნველყოფს ორგანიზმის გამოფხიზლებას, ენერგიის მატებას და გონებრივი კონცენტრაციის გაუმჯობესებას.
Optimum Nutrition - Amino Energy-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
- მატებს ძალას და ენერგიას
- ამცირებს დაღლილობასა და კუნთების ტკივილს
- შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას
- გამდიდრებულია ენერგეტიკული ინგრედიენტებით
- აფხიზლებს ორგანიზმს და მატებს ენერგიას
- აძლიერებს აზოტის ოქსიდის წარმოებას
- აძლიერებს ფოკუსსა და გონებრივ კონცენტრაციას
- არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს
- აქვს სასიამოვნო გემო და კარგი ხსნადობა
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (2 კოვზი) 300-400 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ, დროს ან შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ დილით უზმოზე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.