Olimp – Chela-Mag B6®+D3 არის საკვები დანამატი, სადაც გაერთიანებულია მაგნიუმის უნიკალური, კომბინირებული, ბიოშეღწევადი ფორმა, ვიტამინები : D3, B6 და K2.
მაგნიუმი D ვიტამინის აქტიური ფორმის ბიოსინთეზის აუცილებელი ელემენტია. სამეცნიერო კვლევების თანახმად, მაგნიუმის მიღება საკვების ან დანამატებისგან ამცირებს ორგანიზმში D ვიტამინის უკმარისობის რისკს და მისგან გამოწვეულ შედეგებს. მაგნიუმი ასევე ეხმარება კუნთებისა და ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ამცირებს დაღლილობას, აძლიერებს ძვლებსა და კბილებს, მონაწილეობს ნორმალური ენერგიის მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს ცილის სინთეზს, მონაწილეობს სათანადო ფსიქოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებაში და სხვა.
Olimp – Chela-Mag B6®+D3-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ერთ კაფსულაზე შეიცავს D ვიტამინის 2000 IU დოზას
– მონაწილეობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში
– მხარს უჭერს ნერვულ სისტემას
– აძლიერებს ძვლებსა და კბილებს
– ხელს უწყობს ცილის სინთეზს და მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში
– დამატებული აქვს B6 და K2 ვიტამინები
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1-2 კაფსულა დღეში, ჭამის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.