Gold-Vit® არის თანამედროვე ფორმულით შექმნილი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს იმ აუცილებელი ნივთიერებების მიღებაში, რომლებიც ყოველდღიური სტრესის, გადაღლისა და არასრულფასოვანი კვების დროს ხშირად გვაკლდება. მისი განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ შეიცავს Albion®-ის მიერ წარმოებულ სწრაფ ათვისებად ქელატურ მინერალებს(მინერალები,რომლებიც კუჭს არ აღიზიანებენ), რაც უზრუნველყოფს უკეთეს შეწოვას და მაქსიმალურ შედეგს მინიმალური დატვირთვის გარეშე კუჭზე.
რატომ არის Gold-Vit® საუკეთესი არჩევანი?
-
მაღალი ბიოშეღწევადობა – მინერალები წარმოდგენილია ქელატების სახით (ამინომჟავებთან შეერთებული), რაც მათ ბევრად უფრო ადვილად ათვისებადს ხდის სხეულისთვის. ეს ტექნოლოგია დაცულია აშშ-ის პატენტით (№7,838,042) და შემუშავებულია Albion®-ის მიერ — სფეროში ლიდერი კომპანია.
-
უსაფრთხოება და კომფორტი – ქელატური ფორმის მინერალები არ აღიზიანებს კუჭს, არ იწვევს სიმძიმეს ან დისკომფორტს, არ ერევა სხვა ნივთიერებების შეწოვას და ჰიპოალერგიულია.
-
დამატებითი ბუნებრივი ნივთიერებები – ფორმულა გამდიდრებულია ლუტეინით (მხედველობისთვის), რუტინითა და ციტრუსის ბიოფლავონოიდებით (სისხლძარღვებისთვის), და მსოფლიოში აღიარებული KSM-66® აშვაგანდას ექსტრაქტით, რომელიც ხელს უწყობს სტრესის დაძლევასა და ენერგიის აღდგენას.
როგორ გეხმარება Gold-Vit® ყოველდღიურად:
-
დაღლილობის და სისუსტის შემცირება – მაგნიუმი და ვიტამინი B6 ხელს უწყობენ ენერგიის მეტაბოლიზმს და მატებენ სიცოცხლისუნარიანობას
-
იმუნური სისტემის მხარდაჭერა – თუთია, სელენი, სპილენძი და ვიტამინი C აძლიერებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს
-
ძვლებისა და კბილების გაძლიერება – კალციუმი და D ვიტამინი საჭიროა ჯანსაღი ძვლებისთვის
-
ნერვული და სისხლმბადი სისტემის გაძლიერება – B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ნერვულ სტაბილურობას, სისხლის წარმოქმნას და მხედველობის შენარჩუნებას
-
ანტიოქსიდანტური დაცვა და სტრესის კონტროლი – აშვაგანდა ეხმარება სხეულს ადაპტაციაში სტრესულ გარემოში
რეკომენდებული დღიური მიღება: 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას დღეში.
დიეტური დანამატები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალანსებული დიეტის შემცვლელად.
რეკომენდებულია დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.