GLUTAMINE – წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამინომჟავას და კუნთოვანი ქსოვილის ყველა ამინომჟავის 60%-ს შეადგენს. რეგულარული ინტენსიური ვარჯიში, დიეტა და სტრესი ამცირებს კუნთში ბუნებრივი გლუტამინის მარაგს, რაც იწვევს კუნთოვანი ქსოვილების რღვევას. ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა დაჩქარებული ტემპით მნიშვნელოვანია კუნთის სწორად ჩამოყალიბებისთვის. დამატებით L-Glutamine-ის მიღება ხელს უწყობს კუნთში გლუტამინის დონის ამაღლებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილების აღდგენას. GLUTAMINE DRIVE- შედგება სუფთა L-გლუტამინისგან, არ აქვს დამატკბობლები და სურვილისამებრ შეგიძლიათ აურიოთ სასურველ სასმელში (წვენი, წყალი და ა.შ) ვარჯიშის შემდეგ ერთი კოვზი GLUTAMINE DRIVE- ის მიღება ან ჭამის დროს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კუნთების აღდგენას და აჩქარებს კუნთოვანი ქსოვილების ზრდას.
GLUTAMINE -ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- 5გრ სუფთა გლუტამინი ერთ სერვინგზე
- იცავს კუნთს დაზიანებისგან ვარჯიშის და დიეტის დროს
- აჩქარებს კუნთის აღდგენას და უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილების ზრდას
- სუფთა გლუტამინი
- აძლიერებს იმუნიტეტს
- ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ 1 პორცია(5გრ) დღეში 1-2 ჯერ ვარჯიშის შემდეგ და ძილის წინ.გახსენით 150-250 წყალში ან თქვენთვის სასურველ წვენში
გაფრთხილება არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.