Nuclear Nutrition - Isotope Whey - არის 100% იზოლატის პროტეინი. იგი დამზადებულია სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის მეთოდით, რომელიც ხელს უშლის ცილის სტრუქტურის დაშლას. ამგვარად შენარჩუნებულია ნატურალური ამინომჟავების პროფილი და ცილის ფრაქციები გათავისუფლებულია არასაჭირო მინარევებისგან. შედეგად, მიღებულია მაღალი ბიოშეღწევადობის, სწრაფად შეწოვადი და ათვისებადი ცილა, ამინომჟავების სრულყოფილი პროფილით.
Nuclear Nutrition - Isotope Whey უზრუნველყოფს კუნთების ცილის სინთეზის დაწყებას (კუნთების მშენებლობა) და აფერხებს ცილების დაშლის პროცესს. ეს მნიშვნელოვანია, თუ თქვენი მიზანი გამოშრობა და ამასთანავე, კუნთოვანი მასის შენარჩუნებაა. იგი აძლიერებს ვარჯიშის ანაბოლურ ეფექტს, რადგან ის სწრაფად აწვდის აუცილებელ ამინომჟავებს კუნთოვან ქსოვილს, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.
Nuclear Nutrition - Isotope Whey თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 25 გრამ მაღალი ხარისხის ცილას, რომელსაც აქვს უმაღლესი ბიოლოგიური ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე ადვილად შეიწოვება, ვიდრე ცილის ყველა სხვა წყარო.
Nuclear Nutrition Isotope Whey ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს მშრალ კუნთს
– ზრდის ძალას და გამძლეობას
– გადის მრავალფაზიან, დახვეწილ ფილტრაციის პროცესს
– შეიცავს 25 გ ცილას 1 მიღებაზე
– შეიცავს 5,4 გ BCAA ს 1 მიღებაზე
– მინიმალური რაოდენობით შეიცავს შაქარს, ნახშირწყალსა და ცხიმს
– დაგეხმარებათ ვარჯიშის შემდგომ აღდგენაში
– შეგიმცირებთ დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
რეკომენდირებული გამოყენება: შეურიეთ 1 კოვზი ფხვნილი 200-250 მლ წყალს ან უცხიმო რძეს. გამოიყენეთ დილით უზმოზე, ვარჯიშამდე 1 სთ ადრე და ვარჯიშის შემდეგ.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ,თუ ალერგიული ხართ პროდუქტის რომელიმე ნაერთზე. თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.