Nature's Truth - Magnesium Glycinate 200mg gummies მოსახერხებელი და გემრიელი საშუალება ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალის დონის შესავსებად. მაგნიუმის ეს ფორმა - გლიცინატი - გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობითა და ათვისების კარგი უნარით, ამასთანავე, ის განსაკუთრებით მოსახერხებელია კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის და არ იწვევს დისკომფორტს. თითოეული პორცია უზრუნველყოფს 200 მგ მაგნიუმს, რაც ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, ნერვული სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას და ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
ეს პროდუქტი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც უჭირს ტრადიციული ტაბლეტების ან კაფსულების გადაყლაპვა და ანიჭებს უპირატესობას სასიამოვნო, ნატურალური არომატის მქონე ფორმას. Nature's Truth დიდ ყურადღებას აქცევს ინგრედიენტების სისუფთავეს, ამიტომ აღნიშნული საღეჭი კანფეტები არ არის გენმოდიფიცირებული (Non-GMO), არის გლუტენის გარეშე და არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს. პროდუქტის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს და საერთო ენერგეტიკულ ბალანსს, რაც მას საიმედო დანამატად აქცევს თქვენი ყოველდღიური ჯანსაღი რუტინისთვის.
დადებითი თვისებები:
- მარტივად და სწრაფად ათვისებადი
- არ იწვევს კუჭის გაღიზიანებას და გვერდით მოვლენებს.
- ეფექტურად ადუნებს კუნთებს და ხსნის დაჭიმულობას.
- ამცირებს სტრესს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
- აუმჯობესებს ძილის ხარისხს
- აძლიერებს ძვლებს და ენერგიას
- სასიამოვნო გემო და მარტივი ფორმა
მიღების წესი და დოზირება:
დღეში უნდა მიიღონ 2 ცალი, სასურველია საკვებთან ერთად. უკეთესი ძილისთვის რეკომენდებულია მათი მიღება დაძინებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.