Nature's Truth - Fish Oil 1400mg triple strength არის უმაღლესი ხარისხის თევზის ქონი, ცხიმოვანი მჟავების მაღალი კონცენტრაციით. სტანდარტული (300 მგ) ომეგა 3 პროდუქტებისგან განსხვავბეით, ამ დანამატში თითქმის 3-ჯერ უფრო მეტი (840 მგ) ომეგა 3-ია.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები მოიპოვება თევზის ქონში, ეს ცხიმებია: ეიკოსაპენტაენოის მჟავას (EPA) და დოკოზაჰექსაენოის მჟავას (DHA).
ომეგა 3 უზრუნველყოფს ქოლესტერინის ჯანსაღი ბალანსის აღდგენას, კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდით, ხოლო ცუდი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებით სისხლში. ეს თვისებები ხელს უწყობს ვენების და არტერიების დაცვას ათეროსკლეროზისაგან. გარდა ამისა, ომეგა 3 ამცირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვა დაავადებების რისკს,როგორიცაა: ჰიპერტენზია, კორონარული არტერიის დაავადება და სხვა.. იგი ასევე აუცილებელია ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ომეგა 3 უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი მხედველობის შენარჩუნებისთვის და სხეულის ზოგადი ჯანმრთელობის ასამაღლებლად.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. ისინი არიან აუცილებელი უჯერი ცხიმოვანი მჟავები (EUFA), რომელთა სისტემატიური მიღებაც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის. მრავალი კლინიკური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ომეგა -3 მჟავების მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის სწორად მუშაობას და მთავარი ორგანოების ჯანმრთელობას.
Nature's Truth - Fish Oil 1400mg triple strength დამზადებულია ამერიკაში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. იგი არ შიეცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებსა და ხელოვნურ დანამატებს.
Nature's Truth - Fish Oil 1400mg triple strength - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არეგულირებს არტერიულ წნევას
– დადებითად მოქმედებს სახსრების პრობლემებზე
– ხელს უწყობს გულის გამართულ ფუნქციონირებას
– არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
– მონაწილეობს ტვინის გამართულ ფუნქციონირებაში
– აძლიერებს მხედველობასა და თვალის ჯანმრთელობას
– წარმოდგენილია მცენარეული, ვეგანური კაფსულების მიხედვით
– ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების სათანადო დონის შენარჩუნებას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში, საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.