Kevin Levrone - Levro Whey Supreme არის უმაღლესი ხარისხის შრატის პროტეინი. იგი არის იდიალური საშუალება კუნთების გამოსაკვებად, ამარაგებს კუნთოვან ქსოვილს აუცილებელი ამინომჟავებით და გვეხმარება მშრალი კუნთის ზრდასა და სწრაფ აღდგენაში.
Kevin Levrone - Levro Whey Supreme მზადდება სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის პროცესით. ასეთი დამუშავებით მიღებული ცილა ინარჩუნებს ნატურალურ სტრუქტურას, შეიცავს ამინომჟავების სრულ პროფილს და მაქსიმალურად გასუფთავებულია ზედმეტი მინარევებისაგან. პროდუქტი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 22 გრამ მაღალი ხარისხის ცილას და 5.4 გრამ BCAA-ს.
Levro Whey Supreme მონაწილეობს ცილის სინთეზში და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს. ეს მნიშვნელოვანია თუ თქვენ ცდილობთ კუნთოვანი მასის მშენებლობას, კალორიების დეფიციტის ან ინტენსიური ვარჯიშის პირობებში. პროდუქტი ამინომჟავების ეფექტური მიწოდების საშუალებით ააქტიურებს ანაბოლურ ეფექტს და ხელს უწყობს კუნთის ზრდასა და ძალის მატებას. ამ პროდუქტის მიღება რეკომენდირებულია წონის კლების პროცესშიც, ვინაიდან იგი არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმსა და კალორიებს.
პროდუქტი შეიცავს 9 შეუცვლელ ამინომჟავას, მათ შორის ყველაზე მაღალი რაოდენობით შედის BCAA და გლუტამინი. მას აქვს უმაღლესი ბიოლოგიური ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ იგი მაქსიმალურად ადვილად შეიწოვება.
Kevin Levrone - Levro Whey Supreme - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- არის 100% შრატის ცილა
- ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
- შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს
- მატებს ძალას, ენერგიას და გამძლეობას
- უზრუნველყოფს სრულფასოვან აღდგენას
- გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით
– თითოეულ პორციაზე შეიცავს 22 გრამ მაღალი ხარისხის ცილას
– პორციაზე შეიცავს 5.4 გრამ BCAA-ს და 4.3 გრამ გლუტამინს
– მონაწილეობს ცილის სინთეზში და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200-300 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ ვარჯშის შემდეგ ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.