Kevin Levrone - GOLD PRO ZMAX არის მაღალი ხარისხის პროდუქტი , რომელიც დაგეხმარებათ ძილის ნორმალიზებასა და ძილში ორგანიზმის აღდგენითი პროცესების სრულფასოვნად წარმართვაში. ძილის დროს მიმდინარე პროცესები ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია ორგანიზმი მოვამარაგოთ ყველა იმ საჭირო მინერალითა და ვიტამინით, რომლებიც ამ პროცესების სრულფასოვნად წარმართვისთვისაა აუცილებელი.
GOLD PRO ZMAX მიღება აუმჯობესებს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს, ახდენს ნერვული სისტემის ნორმალიზებას და აუმჯობესებს ცილის ათვისების პროცესს.
GOLD PRO ZMAX კომპონენტები:
- ZINC (თუთია) - არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ბუნებრივი ტესტოსტერონის წარმოებისთვის და ხარისხიანი ძილისთვის
- MAGNESIUM (მაგნიუმი) – ხელს უწყობს ღრმა ძილს, ნეირო-კუნთოვანი კავშირის გაუმჯობესებას, ცენტრალური ნერვული სისტემის დამშვიდებას და მოწესრიგებას. მონაწილეობს ცილების სინთეზში.
- VITAMIN B6 მხარს უჭერს მელატონინის წარმოებას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ადუნებს ორგანიზმს და ეხმარება ძილის ციკლის მოწესრიგებას. იგი მონაწილეობას ჰორმონების, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის წარმოებაში, რაც გავლენას ახდენს განწყობაზე. ასევე ზრდის თუთიისა და მაგნიუმის შეწოვას.
Kevin Levrone - GOLD PRO ZMAX - ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას
- ეხმარება ორგანიზმს ღრმა ძილის ფაზაში შესვლაში
- ეხმარება ცილა სინთეზს და ხელს უწყობს უჯრედების გაყოფას
- ხელს უწყობს კუნთების სათანადო ფუნქციონირებას.
- ხელს უწყობს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას,
- ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას,
- ხელს უწყობს ჰორმონების დაბალანსებას და რეგულირებას,
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 3 კაფსულა დაძინებამდე 30-60 წთ-ით ადრე
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.