Golden Kings – სეზამის ზეთი არის არარაფინირებული და არადეზოდორირებული ექსტრა ვირჯინი, რომელიც დამზადებულია მექანიკურად, ცივი დაწნეხვის მეთოდით. ეს უგემრიელესი ზეთი მზადდება ვიტამინების შემანარჩუნებელი სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, სეზამის თესლისაგან.
ზეთის დამუშავების პროცესში არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია, ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები ინახება “ცოცხლად” და ბუნებრივად. ამ გზით დამზადებული ზეთები ყველაზე ფასეულია კვების და სამკურნალო თვისებების თვალსაზრისით, ისინი ინარჩუნებენ ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტს და ვიტამინს, რომლებსაც შესანიშნავად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი.
სეზამის თესლი და მისგან მიღებული ზეთი უკიდურესად მდიდარია სხვადასხვა მინერალებით და ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ესენია თუთია, ფოსფორი, კალციუმი და განსაკუთრებით ვიტამინი E. სეზამის ზეთში გვხვდება ვიტამინების შემდეგი შადგენლობა: ვიტამინი A, B1, B2, B3, PP, B4, C, D, E (ქოლინი), მაკრო და მიკროელემენტები. სეზამი ძალიან მდიდარია რკინით, სილიციუმით, ნიკელით, მაგნიუმითა და სპილენძით. ამას გარდა, სეზამის თესლის ზეთში დიდი რაოდენობით გვხვდება ომეგა 3, 6, 9 ცხიმოვანი მჟავები.
სეზამის ზეთი ფართოდ გამოიყენება იაპონურ, ჩინურ, ინდურ და ტაილანდურ სამზარეულოებში მსუბუქად შეწვის, სალათების და სოუსებისთვის. იგი სტანდარტულ საკვებს მატებს ახალ გემოსა და უნიკალურ არომატს. სეზამის ზეთს აქვს ძალიან ლამაზი და დახვეწილი კაკლოვანი არომატი და ღია ყვითელი ფერი. აღსანიშნავია, რომ მას აქვს დამუშავების ძალიან დაბალი ტემპერატურა, ამიტომაც მისი გამოყენება, რეკომენდებულია მზა კერძებისა და სალათების მოსამზადებლად.
Golden Kings – სეზამის ზეთის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B3, PP, B4, C, D, E (ქოლინი), თუთია, ფოსფორი, კალციუმი, რკინა, სილიციუმი, ნიკელი, მაგნიუმი და სპილენძი.
– არის ომეგა 3,6,9 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო.
– არ შეიცავს გლუტენს, ქოლესტერინს და ტრანს ცხიმებს
– მიღებულია ცივი დაწნეხვის მეთოდით და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს
– აქვს სასიამოვნო არომატი და გემო
მიღების წესი და დოზირება:
მოიხმარეთ დღის განმავლობაში საჭირობისამებრ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.