Golden Kings – კანაფის ზეთი არის არარაფინირებული და არადეზოდორირებული ექსტრა ვირჯინი, რომელიც დამზადებულია მექანიკურად, ცივი დაწნეხვის მეთოდით. ეს უგემრიელესი ზეთი მზადდება ვიტამინების შემანარჩუნებელი სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, კანაფის თესლისაგან.
ზეთის დამუშავების პროცესში არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია, ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები ინახება “ცოცხლად” და ბუნებრივად. ამ გზით დამზადებული ზეთები ყველაზე ფასეულია კვების და სამკურნალო თვისებების თვალსაზრისით, ისინი ინარჩუნებენ ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტს და ვიტამინს, რომლებსაც შესანიშნავად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი.
უძველესი დროიდან, სლავი ხალხი ამზადებდა და იყენებდა გემრიელ და ძალიან პოპულარულ კანაფის თესლის ზეთს, რომელსაც გააჩნდა მრავალი სასარგებლო თვისება და რომლებიც დღეს თითქმის დავიწყებულია. ზეთს ახლად მოგლეჯილი ბალახის სასიამოვნო არომატი აქვს. ეს გემრიელი ზეთი ბევრ კერძს უმატებს დახვეწილ, ნიგვზის მწვავე არომატს. იგი შესანიშნავი ალტერნატივაა ზეითუნის ზეთის და კარაქის.
კანაფის თესლის ზეთში შემავალი ორი უმნიშვნელოვანესი ცხიმოვანი მჟავა – ლინოლის და ალფა ლინოლის მჟავა, გადამწყვეტ როლს თამაშობს უჯრედის მემბრანის ზრდასა და გაძლიერებაში. გარდა ამისა, ზეთი შეიცავს ბაქტერიციდებს, გლიცერიდებს და ამინომჟავებს.
კანაფის თესლის ზეთი მდიდარია ომეგა 3,6,9 ცხიმოვანი მჟავებით, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით, პალმიტის მჟავით, სტეარინის მჟავით, არახიდონის მჟავით. ზეთი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B4, B6, C, D, E, K, პიტოსტეროლებს, ქლოროფილებს, კაროტენოიდებს, მიკრო და მაკრო მოლეკულებს: რკინა, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი და სხვა. ბოლო წლებში, არაერთი კვლევით დამტკიცდა კანაფის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. კანაფის შემადგენლობაში შედის ნივთიერება კანაბიდიოლი, რომელსაც არ აქვს გავლენა ფსიქიკაზე, მაგრამ პირდაპირ მოქმედებს ანანდამიდების სისტემაზე – სისტემაზე, რომელიც პასუხს აგებს ადამიანის იმუნური სისტემის ნებისმიერ ჩავარდნაზე.
იგი გამოიყენება როგორც მაღალხარისხიანი მცენარეული ზეთი ყველანაირი სალათებისა და სხვა ცივი ბოსტნეულის კერძების შესაკაზმად. ასევე აქტიურად გამოიყენება გრილზე მოხალვისას, ტაფაზე შეწვისას, მარინადებსა და სოუსებში.
Golden Kings – კანაფის ზეთის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B4, B6, C, D, E, K
– შეიცავს მიკრო და მაკრო მოლეკულებს: რკინა, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი და სხვა
– არის ომეგა 3,6,9 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– აძლიერებს უჯრედის მემბრანას
– არ შეიცავს გლუტენს, ქოლესტერინს და ტრანს ცხიმებს
– მიღებულია ცივი დაწნეხვის მეთოდით და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს
– აქვს განსხვავებული არომატი და გემო
– ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კულინარიაში
მიღების წესი და დოზირება:
მოიხმარეთ დღის განმავლობაში საჭირობისამებრ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.