კრეატინ მონოჰიდრატი ათწლეულებია გამოიყენება სპორტში. იგი ეფექტურია როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი კუნთოვანი ზრდისთვის. კრეატინი ეხმარება კუნთებს ენერგიის გამომუშავებაში მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს. ასევე, იგი მონაწილეობს უჯრედულ სიგნალიზაციაში, რაც აუმჯობესებს ტვინისა და კუნთის კავშირს, ხელს უწყობს კუნთის აღდგენასა და ზრდას და ამცირებს ცილოვან დაშლას.
კრეატინი ასევე ზრდის უჯრედულ ჰიდრატაციას და იწვევს უფრო მოცულობით კუნთურ „პამპს“, რაც ხელს უწყობს კუნთების ვიზუალურ და ფაქტობრივ გამკვრივებას.
ბეტა-ალანინი ზრდის კარნოზინის დონეს კუნთებში, რაც იცავს მათ დაჟანგვისგან და ზრდის კუნთების გამძლეობას.
ტაურინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვს ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, რაც იცავს კუნთოვან მასას მაღალი დატვირთვისას.
D-პანტოთენატის კალციუმი აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს, ეხმარება ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების გარდაქმნაში ენერგიად.
B ვიტამინის კომპლექსი (B1, B2, B3, B5, B6, B12):
-
B1 (თიამინი): ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნას ნახშირწყლებისგან და ცხიმებისგან; მხარს უჭერს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას.
-
B2: აუმჯობესებს ცილის შეწოვას და ხელს უწყობს ენერგიის სინთეზს ცხიმებისა და ზეთებისგან.
-
B3 (ნიაცინი): გარდაქმნის საკვებს ენერგიად, აუმჯობესებს ტვინის, სახსრებისა და კანის ფუნქციებს.
-
B5: ეხმარება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.
-
B6: საჭიროა ცილებისა და ცხიმების გადამუშავებისთვის; აუმჯობესებს ტვინის, კანისა და ნერვული სისტემის ფუნქციას.
-
B12: ამცირებს გულ-სისხლძარღვთა რისკებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ენერგიასა და კონცენტრაციას.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.