Dorian Yates Nutrition - Hydrolised Protein არის უმაღლესი ხარისხის შრატის პროტეინი, რომელიც მიღებულია ჰიდროლიზების პროცესის შედეგად. იგი არის იდიალური საშუალება კუნთების გამოსაკვებად, ამარაგებს კუნთოვან ქსოვილს აუცილებელი ამინომჟავებით და გვეხმარება მშრალი კუნთის ზრდასა და სწრაფ აღდგენაში.
ნედლეული, რომელსაც Hydrolised Protein პროტეინის დასამზადებლად იყენებენ ბალახით ნაკვები ძროხის რძის შრატია, იგი გადის სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციისა და ჰიდროლიზაციის პროცესს. ასეთი დამუშავებით მიღებული ცილა ინარჩუნებს ნატურალურ სტრუქტურას, შეიცავს ამინომჟავების სრულ პროფილს და მაქსიმალურად გასუფთავებულია ზედმეტი მინარევებისაგან, ამიტომ არ შეიცავს ცხიმს, შაქარს და ლაქტოზას. შეფუტვაში არის 90 პორცია. თითოეულ პორციაში 25 გრამში შედის 23 გრამ მაღალი ხარისხის ჰიდროიზოლატის ცილა და 6.1 გრ BCAA.
BCAA ამინომჟავები (L-Isoleucine, L-Leucine და L-valine) ხელს უწყობენ მშრალი კუნთოვანი მასის განვითარებას, ამცირებს კუნთების ტკივილსა და დაღლილობას ვარჯიშის შემდეგ.
L-იზოლეიცინი არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც მოქმედებს როგორც კატალიზატორი ცილების სინთეზისთვის. მას შეუძლია გააძლიეროს ანაბოლური პროცესები მთელს სხეულში, რაც ხელს უწყობს ჰორმონ ტესტოსტერონის გააქტიურებას.
L-Leucine არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება გარკვეულ საკვებში, როგორიცაა კვერცხი, თევზი და ქათამი. L-ლეიცინს შეუძლია გაზარდოს ზრდის ჰორმონის გამომუშავება, ამავდროულად ეხმარება ფიზიკური გამძლეობის დონის ამაღლებას.
L-ვალინი არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც მოქმედებს როგორც საწვავის რეზერვი ადამიანის უჯრედებისთვის. დიეტაში L-ვალინის ნაკლებობა იწვევს კუნთოვანი ქსოვილის ზრდის დეფიციტს, ვარჯიშის შემდეგაც კი.
Hydrolised Protein მონაწილეობს ცილის სინთეზში და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს. ეს მნიშვნელოვანია თუ თქვენ ცდილობთ კუნთოვანი მასის მშენებლობას, კალორიების დეფიციტის ან ინტენსიური ვარჯიშის პირობებში. პროდუქტი ამინომჟავების ეფექტური მიწოდების საშუალებით ააქტიურებს ანაბოლურ ეფექტს და ხელს უწყობს კუნთის ზრდასა და ძალის მატებას. ამ პროდუქტის მიღება რეკომენდირებულია წონის კლების პროცესშიც, ვინაიდან იგი არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმსა და კალორიებს.
პროდუქტს აქვს უმაღლესი ბიოლოგიური ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ იგი მაქსიმალურად ადვილად შეიწოვება.
Dorian Yates Nutrition - Hydrolised Protein - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- არის 100% ბალახზე ნაკვები ძროხის შრატის ცილა
- არ შეიცავს შაქარს, ცხიმსა და ლაქტოზას
- ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
- შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს
- მატებს ძალას, ენერგიას და გამძლეობას
- უზრუნველყოფს სრულფასოვან აღდგენას
- გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით
– აქვს ცილის შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 90%
– პორციაზე 25 გრამში შეიცავს 6.1 გრამ BCAA-ს და 4 გრამ გლუტამინს
– მონაწილეობს ცილის სინთეზში და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200-300 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ ვარჯშის შემდეგ ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.