Dexter jackson - Gold Eaa + Bcaa არის საკვები დანამატი, რომელიც აერთიანებს უცვლელ ამინომჟავებს (EAA) და განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავებს (BCAA). მისი დანიშნულებაა კუნთების ზრდის, გაძლიერებისა და აღდგენის ხელშეწყობა. EAA წარმოადგენს ცხრა ამინომჟავისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებსაც ორგანიზმი თავისით არ გამოიმუშავებს და ისინი უნდა მივიღოთ საკვების ან დანამატების მეშვეობით. მეორეს მხრივ, BCAA წარმოადგენს EAA-ების ქვეჯგუფს, რომლებიც ცნობილია კუნთოვანი ცილის სინთეზის სტიმულირებისა და კუნთების დაშლის შემცირების უნარით. EAA+BCAA დანამატებს ხშირად იყენებენ სპორტსმენები და ბოდიბილდერები კუნთების მასის მაქსიმალურად გაზრდისა და პერფორმანსის გასაუმჯობესებლად.
EAA Essential Amino Acids დაგეხმარებათ აზოტის დადებითი ბალანსის შექმნასა და შენარჩუნებაში, რაც გადამწყვეტი ფაქტორია ახალი კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებისთვის. მისი გამოყენება ასევე უმნიშვნელოვანესია კარდიო ვარჯიშის მოყვარულთათვისაც, რათა დაიცვათ კუნთები კატაბოლიზმისაგან.
დადებითი თვისებები:
- კუნთების მასის გაზრდა
- აღდგენითი პროცესების დაჩქარება
- გაუმჯობესებული ენერგია და კონცენტრაცია
- ამცირებს კუნთების დაშლას, ზრდის ცილის სინთეზს.
- უცვლელი ამინომჟავების მიწოდება
მიღების წესი და დოზირება:
ბლენდერის ან შეიკერის გამოყენებით, შეურიეთ დაახლოებით 1 კოვზი მლ ცივ წყალში და შემდეგ შეანჯღრიეთ ან ურიეთ 10-30 წამის განმავლობაში, სანამ ფხვნილი ერთგვაროვან მასას არ მიიღებს. მიირთვით ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს ან ვარჯიშის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.