Woom Volume Boom თმის სპრეი საშუალებას გაძლევთ შექმნათ განწყობა, ზღვის მსუბუქი არომატით, თითქოს სანაპირო ზოლის გასწვრივ სეირნობდეთ. იგი შეიცავს ზღვის ბუნებრივ მარილს, რომელიც ანიჭებს თმას ბუნებრივ მოცულობას და ქმნის დახვეწილ, ტალღოვან ეფექტს. გამდიდრებულია ზღვის მცენარეების ექსტრაქტით, რომელიც ავსებს თმას მინერალებით, ამაგრებს მას ფესვებიდან დაბოლოებამდე. მისი გამოყენება განსაკუთრებით შესაფერისია თხელი და უსიცოცხლო თმისთვის, რადგან აუმჯობესებს მის ტექსტურას და აადვილებს დახვევას თმის დამძიმების გარეშე. პროდუქტი გამოიყენება როგორც მშრალ, ასევე სველ თმაზე. ახასიათებს თმის მოცულობის შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში. განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
წაისვით მშრალ ან სველ თმაზე და მიეცით თმას სასურველი ვარცხნილობა. სტილის დასაყენებლად გამოიყენეთ ფენი ან მიეცით თმას ბუნებრივად გაშრობის საშუალება .
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.