თმა არ არის პასუხისმგებელი ცხიმის გამოყოფის პროცესზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გაცხიმოვნებას განაპირობებს სკალპის გაცხიმოვნება. ამიტომ, ვერცერთი შამპუნი ვერ აღმოფხვრის ამ პრობლემას ბოლომდე, თუ არ იზრუნებთ კანის ღრმა წმენდაზე.
Scalp Culture სპეციალური გამწმენდი სკრაბ-ნიღაბი დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე, როგორიცაა ვარდისფერი თიხა, ნუშის ფხვნილი და როზმარინის ზეთი. ეს კომპოზიცია ნაზად ასუფთავებს კანის მკვდარ უჯრედებს, უზრუნველყოფს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას და აშორებს ზედმეტ ცხიმს. როზმარინის ზეთის წყალობით ქმნის ანტისეპტიკურ და მატონიზირებელ ეფექტებს და ასევე ასტიმულირებს სისხლის ადგილობრივ მიმოქცევას. მასში შმეავალი ბეტაინი ამცირებს კანის გაღიზიანებას და იცავს ქერტლისაგან, ხოლო შარდოვანა - ასტიმულირებს თმის ზრდას.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
წაისვით პროდუქტი რაც შეიძლება ახლოს სკალპთან. შეიზილეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ჩამოიბანეთ და წაისვით შამპუნი. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.