Delicate Question არის დასაბანი კრემი მგრძნობიარე კანისთვის, რომელიც განკუთვნილია ინტიმური ჰიგიენისთვის. მისი შემადგენლობა გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რომლებიც ნაზად და ღრმად ასუფთავებენ კანს. მასში შემავალი რძემჟავა ხელს უწყობს ინტიმური ზონის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას, ხოლო მოცვი, რომელიც აღიარებულია ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებებით, გთავაზობთ ანტიბაქტერიულ და დამამშვიდებელ ეფექტს. D-პანთენოლი კი ხელს უწყობს მიკრობზარების შეხორცებას და უზრუნველყოფს დამატებით მოვლას.
გამწმენდი კრემი აახლებს ინტიმურ ზონას, ადვილად შორდება და რაც მთავარია არ იწვევს სიმშრალეს და გაღიზიანებას.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.