bath bomb არის აბაზანის "ბომბი", რომელიც წყალში გახსნისას ქაფდება და ქმნის არომატულ და ფერად ეფექტს, რაც აბაზანის მიღებას უფრო სასიამოვნოს ხდის.
Cosmic Girl შეიცავს დამამშვიდებელ ინგრედიენტებს, რომლებიც ამკვრივებს კანს, ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას და ეხმარება ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტკბილი ნუშის ზეთი გამდიდრებულია E-ვიტამინით, რომელსაც ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ღრმად კვებავს, აუმჯობესებს კანის მიკრორელიეფს და აახალგაზრდავებს მას.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
აავსეთ აბაზანი თბილი ან ცხელი წყლით. ჩააგდეთ "ბომბი" მასში და დაელოდეთ. ბურთულა დაიწყებს შუშხუნს და წყალში გახსნას, წარმოქმნის ქაფს და ფერად ეფექტებს. რამდენიმე წუთში ბურთულა სრულად გაიხსნება, თქვენი აბაზანა კი ნამდვილ სპა-ცერემონიად გადაიქცევა. რაც ნიშნავს რომ ის უკვე მზადაა გამოყენებისთვის. ისიამოვნეთ.
ალუბლის მიმზიდველი არომატი ქმნის მხიარულ და შთამაგონებელ ატმოსფეროს, რაც თქვენს ბანაობის გამოცდილებას უნიკალურს ხდის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.