Beauty Jar Cool Eyes თხევადი პატჩები ეფექტურად აქრობს დაღლილობის და ასაკობრივი ცვლილებების ნიშნებს და კანს დასვენებულ იერს უბრუნებს. დამატენიანებელი შრატის შემადგენლობაში შედის აკმელას ექსტრაქტი, რომელიც მოქმედებს როგორც ბუნებრივი რელაქსანტი. იგი დროებით ბლოკავს კუნთების შეკუმშვას, რაც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
დადებითი თვისებები:
- 98% ნატურალური ინგრედიენტები: ფორმულა თითქმის მთლიანად ბუნებრივი წარმოშობისაა;
- ასკილის ექსტრაქტი: მდიდარია A, E და C ვიტამინებით, რაც ატენიანებს თვალის გარშემო კანს, აუმჯობესებს მის ელასტიურობას და სძენს მას ბუნებრივ ბზინვარებას;
- კიტრის ექსტრაქტი: ეფექტურად ამცირებს მუქ წრეებს თვალის ქვეშ;
- მწვანე ყავის ექსტრაქტი: ხსნის შეშუპებას, ააქტიურებს სისხლის მიკროცირკულაციას და ლიმფის დრენაჟს;
- აკმელას ექსტრაქტი: მოქმედებს ბოტოქსის მსგავსად ამცირებს კუნთების შეკუმშვას და ნაოჭების სიღრმეს.
მიღების წესი:
გამოყენებამდე გელი შეინახეთ მაცივარში ან შედგით საყინულეში 10 წუთით. წაისვით თვალების ქვეშ და გაიჩერეთ 10 წუთი. მოიშორეთ ბამბის დისკით.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.