applied nutrition - HMB 500mg - HMB (ß-ჰიდროქსი ß-მეთილბუტირატი) ცნობილია, როგორც უძლიერესი ანტი-კატაბოლური დანამატი სპორტსმენებსა და ბოდიბილდერებში. HMB-ის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილების ზრდას.
HMB არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც დამზადებულია ამინომჟავა ლეიცინისგან. ლეიცინი არის BCAA–ში შემავალი ერთ-ერთი ამინომჟავა და აუცილებელია კუნთების ზრდისა და რეგენერაციისათვის. HMB– ს აქვს მრავალი ფუნქცია, მათ შორის: იცავს კუნთებს დაშლისგან, პასუხისმგებელია კუნთოვანი მასის ზრდაზე და ასევე ხელს უწყობს ცხიმების წვას.
მას აქვს ანტი-კატაბოლური ეფექტი, ანუ ხელს უშლის კუნთოვანი ქსოვილის დაშლას, ხოლო, კანქვეშა ცხიმის წვის თვისების გამო, მას აქტიურად იყენებენ წონის კლების დროსაც.
applied nutrition - HMB 500mg - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- ხელს უწყობს აღდგენას
- უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას
- ხსნის დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
- აქვს ანტი-კატაბოლური ეფექტი
- ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის წვას
- აძლიერებს იმუნიტეტს ვარჯიშის შემდგომ ფაზაში
- ასწრაფებს ჭრილობის შეხორცების პროცესს
- ზრდის ცილების სინთეზს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ ერთი პორცია (2 კაფსულა) 1-3-ჯერ დღეში. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ყოველდღიურად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.