ABE PUMP - არის სტიმულანტებისგან თავისუფალი ერთ-ერთი საუკეთესო ენერგეტიკი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მომზადებას მძიმე ფიზიკური ვარჯიშისთვის. მისი კლინიკური კვლევებით დადასტურებული კომპონენტები ზრდიან გამძლეობას, აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას და ქმნიან დაუვიწყარ ფამფს. ამდიდრებენ ჟანგბადით ორგანიზმს, რაც დადებითად აისახება ვარჯიშის ეფექტურობაზე.
Citruline Malate არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში. იგი იწვევს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი), რომელიც განაპირობებს კუნთში უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის შეტანას და მის ეფექტურ ზრდას.
ეს ამინომჟავის ახდენს ორგანიზმიდან ტოქსიკური ამიაკის მოცილებას.
Creatine Monohydrate არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
Beta Alanine იძლევა ძალას და ენერგიას. იგი მნიშვნელოვნად ზრის ვარჯიშის ეფექტურობასა და სავარჯიშო წონების მოცულობას. ბეტა-ალანინი წარმოადგენს კარნოზინის სინთეზისთვის საჭირო მთავარ ნივთიერებას, რომლიც ანტიოქსიდანტურ თვისებებს ავლენს და მძიმე ვარჯიშის პირობებში, იცავს კუნთის უჯრედებს დაშლისგან.
Taurine - სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებაში. ასევე ბლოკავს კატაბოლურ ჰორმონებს და ხელს უშლის დაღლილობის დაწყებას. მატებს ორგანიზმს ენერგიას და სტრესისადმი მდგრადობას.
L-Arginine ასტიმულირებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და ზრდის მათ მოქნილობას. ინტენსიური ვარჯიშის დროს, გაფართოებული სისხლძარღვებით, კუნთს მეტი სისხლი და შესაბამისად მეტი საკვები ნივთიერებები მიეწოდება.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისა, ABE PUMP შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, კალიუმსა და ჰიმალაის ვარიდსფერ მარილს, რომელიც ატენინაებს კუნთებს, აკავებს წყლას კუნთებში და აძლიერებს ფამფის ეფექტს.
applied nutrition - ABE PUMP - ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას
– აძლიერებს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი)
– ზრდის კუნთებსა და ვენებს მოცულობაში
– ზრდის ძალას და გამძლეობას
– ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას
– ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსიკური ამიაკისგან
– აძლიერებს ერექციას და სექსუალური დისფუნქციის პრევენციას
– აუმჯობესებს კონცენტრაციას და ტვინის ფუნქციებს
მიღების წესი და დოზირება
1 კოვზი (12,5 გ) ან 2 კოვზი (25 გ) გახსენით 250 მლ – 500 მლ ცივ წყალში და მიირთვით ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.