ნატრიუმის მნიშვნელობა, სარგებელი და გვერდითი მოვლენები

ნატრიუმის მნიშვნელობა

ნატრიუმი არის მინერალი და სუფრის მარილის ორი კომპონენტიდან ერთ-ერთი, რომელსაც ასევე ნატრიუმის ქლორიდი“ ეწოდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ნატრიუმი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კერძს მისცეს გემო.

საკვები თვალსაზრისთ, ნატრიუმს აქვს მრავალი გამოყენების წესი. მაგალითად: ხორცის გამოშრობა და საკვები ტენიანობის შენარჩუნება. თუმცა, ზოგიერთ საკვებს, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს მარილის გემო, მაგრამ მასში იყოს ნატრიუმი. ამიტომ მხოლოდ გემო არ განსაზღვრავს ნატრიუმის შემცველობას. მოდი უფრო დეტალურად ავხნსათ მისი მნიშვნელობა.

ნატრიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ელექტროლიტი, რომელიც საჭიროა სისხლის რეგულირებისთვის. ამ მნიშვნელოვანი ელექტროლიტის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სხვადასხვა ფუნქციების დარღვევა. ნატრიუმი არის მრავალმხრივი ელემენტი, რომელიც მონაწილეობას იღებს ოთხმოცზე მეტ მეტაბოლურ პროცესში. ის არეგულირებს სხეულის სითხეებს და ორგანიზმში გადასცემს ელექტრულ იმპულსებს.

 

ნატრიუმი არის ნერვული რეგულაციის მთავარი შემადგენელი ნაწილი და აუცილებელი მინერალი კუნთების შეკუმშვის პროცესში. მოკლედ რომ ვთქვათ, ნატრიუმი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად, რომელიც ადამიანს მუდმივად ესაჭიროება, რათა მწყობრში იყოს უჯრედული აქტივობ და ნერვული სისტემა.

 

ამის გარდა, ნატრიუმი არის აუცილებელი იონი, რომელიც იმყოფება უჯრედგარე სითხეში, რის გამოც დიდი გავლენა აქვს ფერმენტების ოპერაციებზეის შეიძლება შეფასდეს როგორც გაბატონებული იონი, რომელიც ფუნქციონირებს ბიკარბონატთან და ქლორიდთან ერთად სხეულის ქსოვილებსა და სითხეებში უარყოფითი და დადებითი იონების ბალანსის შესანარჩუნებლად. ყველა ამ პროცესისთვის, ადამიანს სჭირდება მინიმუმ 500 მილიგრამი ნატრიუმი დღეში.

ნატრიუმის მნიშვნელობა ვარჯიშის დროს

როდესაც ვარჯიშის დროს ოფლიანდებით, სხეული კარგავს ნატრიუმს და სხვა აუცილებელ მინერალებს. თუ აქტივობის დასრულების შემდეგ ორგანიზმს სათანადოდ არ ატენიანებთ, ეს გამოიწვევს სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირებას, რაც გამოიხატება გულის პალპიტაციით,(გულის აჩქარებული, არარეგულარული ძგერა) ხოლო უკიდურეს შემთხვევაში გამოიწვევს დეჰიდრატაციას, კუნთების კრუნჩხვებს და ბუნდოვან მეტყველებას.

ყველა ადამიანი განსხვავებულად ვარჯიშობს და შესაბამისად ნატრიუმის საჭიროებაც ინდივიდუალურია. თუმცა, თუ ხედავთ, რომ ვარჯიშის დროს კარგავთ დიდი რაოდენობით ოფლს, უნდა მიიღოთ ელექტროლიტებით მდიდარი სასმელები, რომელიც დაგეხმარებათ ნატრიუმის დონის რეგულიებაში.

 

ნატრიუმის დამატებითი სარგებელი

მზის მავნე ზემოქმედეგისგან დაცვა. ეს განსაკუთრებით საჭიროა ზაფხულში, როდესაც ადამიანის ორგანიზმში სითბოს მარეგულირებელი სისტემის არასტაბილურობა მაღალია. ამ დროს, სხეულში სითბოს ფორმა ამოწურულია, რაც გამოწვეულია ძალიან მაღალი ტემპერატურის უწყვეტი ნაკადის გამო. ეს ზემოქმედება ორგანიზმს ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნების უნარს კარგავს, რა დროსაც სხეული მწვავედ კარგავს ნატრიუმს და წყალს. მსგავს სიტუაციაში მიიღეთ ნატრიუმი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს მზის დარტყმის ან სითბური ამოწურვის თავიდან ასაცილებლად.

ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება. ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნატრიუმის დონის ცვლილებასთან. თუ ადამიანს ნატრიუმის სერიოზული დეფიციტი აღენიშნება ეს გამოიხატება მის დაბნეულობასა და ბუნდოვან საუბარში. ასე რომ ნატრიუმი ხელს უწყობს გონების მკვეთრ შენარჩუნებას და მნიშვნელოვანი ელემენტია ტვინის განვითარებისთვის.

ზედმეტ CO2-სგან გათავისუფლება. ნატრიუმი ორგანიზმს ეხმარება ჭარბი ნახშირორჟანგის მოცილებაში, რომელიც გროვდება ადამიანის სხეულში პერიოდულად. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა, რომელიც ნატრიუმს ახასიათებს, რადგან ნახშიროჟანგის ჭარბი რაოდენობა ტოქსიკურია და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

კანის ჯანმრთელობა.თავისუფალი რადიკალები იწვევს არაერთ პრობლემას, მათ შორის კანის მოდუნებას. ქალების უმეტესობა იყენებს კრემებს კანის მოსავლელად. ნატრიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, რომელიც გვხვდება მსგავსი ტიპის კრემებში. ეს იმიტომ, რომ ნატრიუმი ხელს უწყობს კანის დატენიანებას და დაბერების ადრეული ნიშნების თავიდან აცილებას.

ამცირებს სიმშრალეს.ნატრიუმი ფართოდ გამოიყენება საპნებისა და შამპუნების წარმოებაშიც. ნატრიუმს გააჩნია პათოგენების ზრდის შეფერხების უნარი მისი ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებების გამო. იგი ასევე გამოიყენება ბავშვთა მოვლის სხვადასხვა საშუალებებში, რადგან ამცირებს კანის ცხიმოვანი ბარიერის ფუნქციას, რაც იწვევს სიმშრალეს.

ნატრიუმის გვერდითი მოვლენები

მიუხედავად იმისა, რომ ნატრიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალია, აუცილებელია ვფლობდეთ ინფორმაციას მისის გვერდითი მოვლენების შესახებ. თუმცა ეს ძირითადში მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი დიდი დოზით იღებს ნატრიუმს, რა დროსაც მისი ჭარბი დაგროვება ხდება.

 ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის მაღალი წნევა, კუჭის ლორწოვანი გარსის შეშუპება და კუჭის კიბოს განვითარების რისკი.