მწვანე ყავის მარცვლის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ არ არის მოხალული ან ძალიან დამუშავებული.
ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად იყენებს ყავას, რა დროსაც გამოყენებული მარცვლები იწვება დაახლოებით 475 გრადუს ფარენჰეიტზე,(ტემპერატურის საზომი ერთეული) რაც ცვლის მარცვლის ქიმიურ სტრუქტურას, ფერს, არომატს, გემოს და საკვები ნივთიერებების კონცენტრაციას.
ამისგან განსხვავებით მწვანე ყავის ექსტრაქტი მიიღება აბების სახით, რომელიც მზადდება მწვანე ყავის მარცვლებისგან, რომლებსაც აქვთ საკვები ნივთიერებების უფრო მაღალი კონცენტრაცია.
მწვანე ყავა არის რამდენიმე სახის ანტიოქსიდანტებისა და სხვა სასარგებლო ნაერთების მდიდარი წყარო, მათ შორის პოლიფენოლების, საიდანაც ყველაზე გამორჩეულია ქლოროგენის მჟავა. იგი განსაკუთრებით ეფექტურია მეტაბოლიზმის მუშაობაზე.
სამწუხაროდ, ყავის მარცვლების მაღალ ტემპერატურაზე მოხალვა ამცირებს ქლოროგენის მჟავას, ამიტომაც ითვლება უპირატესად, მოუხალავი მარცვალი ყოველთვის უპირატესია.
მწვანე ყავის მარცვლის ექსტრაქტი შეიცავს სამი სახის ქლოროგენულ მჟავას რომელიც სრულად შეიწოვება და მეტაბოლიზდება ადამიანის სხეულში.
კოფეინის შემცველობა
ერთი ჭიქა სტანდარტული მოხარშული ყავა შეიცავს დაახლოებით 95 მილიგრამ კოფეინს. მწვანე ყავის მარცვლებში კოფეინის შემცველობა განსხვავდება მწარმოებელი ბრენდის მიხედვით.( დაახლოებით 20-50 მილიგრამი კოფეინი თითო კაფსულაში.) გამოყენების წესი განსხვავებულია, ადამიანის ფიზიკური აქტივობიდან გამომდინარე.
კოფეინი ტექნიკური თვალსაზრისით ნარკოტიკის მსგავსია (ამიტომაც არის, რომ, შეიძლება ადამიანი მასზე დამოკიდებული გახდეს) რის გამოც მოქმედებს როგორც მასტიმულირებელი საშუალება ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე.
მწვანე ყავის ექსტრაქტის სარგებელი
- წონის კლება
მწვანე ყავამ ყველაზე დიდი პოპულარობა, წონის კლების კუთხით მოიპოვა, ამიტომ იგი ხშირად გამოიყენება თერმოგენურ ცხიმწველ საკვებდანამატებში.ქლოროგენის მჟავა ძალზე სწრაფად შეიწოვება, რაც ეხმარება სხეულს დაწვას გლუკოზა და ცხიმი.
ამის გარდა, ქლოროგენის მჟავას შეუძლია შეამციროს ანთება (დიაბეტისა და სხვა მეტაბოლური პრობლემების ძირეული მიზეზი), შეანელოს შაქრის გამოყოფა სისხლში და დაეხმაროს ინსულინის გამოყოფის რეგულირებას. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს წონის კლების პროცესში.
მეცნიერები ამბობენ, რომ მწვანე ყავის მარცვლის დადებითი გავლენა მოიცავს საკვებისადმი ლტოლვის შემცირებას. ამავდროულად, იგი სასარგებლოა გლუკოზის დონის შესამცირებლად და ენერგიის გასაუმჯობესებლად.
2. არტერიული წნევის შემცირება
ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ყავის ექსტრაქტი ეფექტურია არტერიული წნევის შემცირებაში.
ქლოროგენის მჟავაში შემავალი ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ლიპიდურ მეტაბოლიზმზე, რაც იწვევს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის შემცირებას.
უფრო კონკრეტულად კი მწვანე ყავის ექსტრაქტი ქოლესტერინს 44%-ით ტრიაცილგლიცეროლებს 58%-ით ამცირებს.
3. ენერგიის გაუმჯობესება
ცნობილია, რომ ყავა ეხმარება ადამიანებს დაღლილობის შემცირებასა და ენერგიის დონის ამაღლებაში, რადგან ის შეიცავს ძლიერ სტიმულატორს კოფეინს.
ამერიკული ფსიქოლოგების ასოციაციის თანახმად, კოფეინს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა "ფსიქომოტორულ და კოგნიტურ შესრულებაზე, არტერიულ წნევაზე და სპორტულ აქტივობაზე.
როდესაც თქვენ მოიხმართ კოფეინის შემცველ საკვებდანამატებს, სისხლის მეშვეობით, კოფეინი გადადის ტვინში და ბლოკავს ინჰიბიტორულ ნეიროტრანსმიტერს, რომელსაც ეწოდება ადენოზინი.
ამავდროულად, იზრდება ნეიროტრანსმიტერების დონე, რომელსაც ეწოდება ნორეპინეფრინი და დოფამინი,(ენერგიის ზრდაზე პასუხისმგებელნი) რაც აუმჯობესებს, ფოკუსირების, მოტივაციის ზრდას.
გარდა ამის კვლევების დიდი ნაწილი აჩვენებს, რომ კოფეინის/ყავის მოხმარება უკეთესობისკენ ცვლის ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ტვინის მრავალ ფუნქციას, მათ შორის: ყურადღება, განწყობა, მეხსიერება, სიფხიზლე/სიფხიზლე, მოტივაცია, რეაქციის დრო, ფიზიკური შესრულება და სხვა. .
თუმცა, ყველა ადამიანი მწვანე ყავას უნდა მოიხმარდეს ინდივიდუალურად, ამიტომ ყოველთვის საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად გაზარდეთ ან შეამცირეთ მისი დოზები.