ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ მგრძნობიარე სისტემაა. გამართული ფუნქციონირებისთვის მას მრავალი მიკრო და მაკრო ნუტრიენტი სჭირდება. ამ ნივთიერებების საჭიროება მუდმივად დგას, დაბადებიდან ფიზიკურ სიკვდილამდე. თუმცა, გარკვეულ პირობებში ეს საჭიროება კიდევ უფრო იმატებს. მაგალითად, სხეულისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესში, ბავშვობისა და გარდატეხის ასაკში. ეს საჭიროება თანდათანობით იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ორგანიზმის დაბერების შეუქცევად პროცესს ვერ შევაჩერებთ, თუმცა მისი ტემპების შენელება და შეძლებისდაგვარად მსუბუქად გადატანა შეგვიძლია თუ ჯანსაღი წყაროებიდან, საჭირო დოზირებით მივიღებთ აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა აუცილებელ ნივთიერებებს.
ამ ბლოგში გესაუბრებით ბავშვებისთვის აუცილებელ ნუტრიენტებზე და გავარკვევთ თუ რატომ არის აუცილებელი ბავშვებისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიწოდება.
ბავშვობისა და გარდატეხის ასაკი ისეთი დროა, როდესაც ხდება ორგანიზმის ჩამოყალიბება და განვითარება. ამ პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელია სხეულს სწორად მივაწოდოთ ყველა საჭირო მიკრო და მაკრო ნივთიერება. ასეთ დროს ნებისმიერი ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პათოლოგია, რომელიც შემდგომი განვითარების პროცესში საკმაოდ მძიმედ გამოვლინდება. ამიტომაც საჭიროა ვიცოდეთ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები ჩვენი პატარებისთვის და როგორ მივაწოდოთ ისინი სწორი დოზირებით.
ზოგადად ბავშვებისთვის საკვები ნივთიერებების საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, წონაზე, ზრდის ტემპზე და აქტივობის დონეზე. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, 2-დან 8 წლამდე ასაკის მცირეწლოვან ბავშვებს დღეში 1000-1400 კალორია სჭირდება, ხოლო 9–13 წლის ასაკის მოზარდს ყოველდღიურად 1,400–2,600 კალორია ესაჭიროება. თუმცა ეს კალორაჟი დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზეც, მაგალითად, აქტივობის დონეზე. საკმარისი კალორიების გარდა, ბავშვის ყოველდღიური საკვები რაციონი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს:
ზოგადად, ბავშვებს, რომლებსაც ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა აქვთ, არ გააჩნიათ დამატებით ვიტამინების მიღების საჭიროება. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ძნელია მივაგნოთ ჯანსაღ პროდუქტებს და მოვიწესრიგოთ დღიური რაციონი, ბავშვებს უმეტესწილად ესაჭიროებათ ვიტამინების დანამატების სახით მიწოდება. გარდა ამისა, ვიტამინების მიწოდება ასევე ესაჭიროებათ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც აქვთ სპეციფიკური კვებითი ღირებულებები და საჭიროებები
- არიან ვეგანები, ან ვეგეტარიანელები
- აქვთ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მაგალითად: ცელიაკია, კიბო, კისტოზური ფიბროზი ან ნაწლავის ანთებითი დაავადება
- ჩაუტარდათ კუჭ-ნაწლავის ოპერაცია
- ჭამენ მხოლოდ ერთი სახის საკვებს
ვიტამინი D. D ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომელიც მოქმედებს კალციუმთან ერთად და ზრდის ძვლების სტრუქტურულ სიმტკიცეს. იგი ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების თავიდან აცილებაში, როგორიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი, ოსტეოპოროზი და ძვლების დათხელება.
ჩვენი სხეული ბუნებრივად აწარმოებს D ვიტამინს, როდესაც მზის სხივები კანზე ხვდება. ასე რომ, ბევრი ბავშვი იღებს საკმარის D ვიტამინს ბუნებრივად, ყოველდღიური საქმიანობის დროს, როგორიცაა სიარული, ველოსიპედი ან სხვადასხვა სპორტული აქტივობა. თუმცაღა, ზამთრის პერიოდში, როდესაც იკლებს მზის ინტენსივობა, შესაძლებელია ბავშვს აღენიშნებოდეს მისი დეფიციტი.
ამ ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, ზრდასრულ ადამიანებს ძირითადად არ აქვთ რაიმე გამოხატული სიმპტომი. თუმცა ბავშვების შემთხვევაში, დეფიციტი შეიძლება გამოიხატოს ძვლების დარბილებაში, რაქიტსა და ოსტეომალაციაში. D ვიტამინის დაბალი დონე ასევე განაპირობებს კალციუმის დეფიციტს, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების კრუნჩხვა ბავშვებში.
მედიცინის ინსტიტუტის მიხედვით (IOM), ერთ წლამდე ჩვილებისთვის D ვიტამინის დღიური რეკომენდირებული დოზა არის 400 სე (საერთაშორისო ერთეული- IU). 1 წელზე მეტი ასაკის აბვშვებმა და თინეიჯერებმა დღეში მინიმუმ 600 სე D ვიტამინი უნდა მიიღონ.
ბუნებრივად D ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით მზის სხივებისგან იღებს. გარდა ამისა, ვიტამინის მიღება ბუნებრივად შესაძლებელია შემდეგი საკვებიდანაც:
- ვირთევზას ღვიძლის ქონი (Cod Liver Oil)
- მოხარშული ცხიმიანი თევზი
- სოკოს ზოგიერთი სახეობა
- ტუნა
- კვერცხი
ფარმაცევტულ ბაზარზე უამრავი D ვიტამინის შემცველი პროდუქტი გვხვდება. იგი წარმოდგენილია როგორც სითხის, ასევე ტაბლეტების, თხევადი კაფსულებისა და საღეჭი აბების სახით. სასურველია ბავშვს მისცეთ უშუალოდ ბავშვებისთვის დამზადებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს სხვა ინგრეიენტებსა და შემავსებლებს. ასეთი, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი არის ბრიტანული ბრენდის, Ultravit-ის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ხაზი და ჟელიბონის სახით წარმოდგენილი D ვიტამინი. მისი 1 აბი შეიცავს მინიმალურ რეკომენდირებულ დოზას (15 მკგ - 600 სე) და წარმოდგენილია უგემრიელესი ჟელიბონის სახით. ჟელიბონი მზადდება ნამდვილი ხილის წვენებისა და პექტინისგან, რომლებიც გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, არომატით და ფერებით. ვიტამინების სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჟელატინს იყენებენ, ამ პროდუქტში გამოყენებულია მხოლოდ პექტინი.
ვიტამინი C. ვიტამინი C, ასევე ცნობილი როგორც ასკორბინის მჟავა, არის წყალში ხსნადი საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ბავშვის სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციებში. იგი აუცილებელია ჯანსაღი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად, რკინის შეწოვის გასაძლიერებლად და კოლაგენის, ადამიანის ორგანიზმში ყველაზე უხვად არსებული ცილის წარმოებისთვის. C ვიტამინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისაგან.
ვიტამინი C ითვლება შეუცვლელ საკვებ ნივთიერებად, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია მისი წარმოება თავისთავად. ამიტომ, ის უნდა მიიღოს გარედან, საკვების, ან საკვები დანამატის სახით.
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) თანახმად, ახალშობილთათვის, დედის რძე და მიღებული საკვები C ვიტამინის სრულიად საკმარისი წყაროა. გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის (NHS) რჩევის მიხედვით, ვიტამინებისა და მინერალების დანამატების სახით მიცემა რეკომენდირებულია 6 თვის ან უფროსი ასაკის ჩვილებისა და ბავშვებისათვის.
ყოველდღიურ რაციონში ხშირად გვხვდება პროდუქტი, რომელიც C ვიტამინის კარგი წყაროა. მაგალითად ასეთი პროდუქტებია:
- მარწყვი
- კივი
- მანდარინი
- წითელი წიწაკა
- ბროკოლი
- ფორთოხალი
C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს და კარგი საშუალებაა გაციებისა და გრიპის პრევენციისთვის. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შეგიძლიათ მისცეთ ბავშვებს C ვიტამინის შემცველი პროდუქტები. Ultravit გვთავაზობს უგემრიელესი ჟელიბონის სახით წამოდგენილ C ვიტამინს, რომელიც დამატებით აუმჯობესებს საკვების მონელებას და არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს.
პრობიოტიკები. იმუნიტეტი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი სისტემაა. ჩვენი იმუნიტეტის სიძლიერე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ხანაში, როდესაც ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგებით. ძლიერი იმუნიტეტი ასევე უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის.
ადამიანის იმუნიტეტის დაახლოებით 60% საჭმლის მომნელებელ სისტემაში მდებარეობს. შესაბამისად, მოწესრიგებული საჭმლის მომნელებელი სისტემა ძლიერი იმუნიტეტის აუცილებელი წინაპირობაა. პრობიოტიკებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვის საჭმლის მომნელებელ და იმუნური ჯანმრთელობის სისტემებს და სპეციფიკური პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა ყაბზობა და მომატებული მჟავიანობა.
ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში სხვადასხვა სახის ბაქტერიები ბინადრობენ. ზოგიერთი მათგანი ე.წ „მეგობარი ბაქტერიაა“, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას, ნუტრიენტების შეწოვას და ებრძვიან სხვა მიკრობებს. პრობიოტიკები შეიცავენ ჩვენს სხეულში არსებულ ცოცხალ, კარგ ბაქტერიებს.
ბუნებრივად პრობიოტიკები არცისე ბევრ საკვებში შედის. ძირითადად გვხვდება დადუღებულ საკვებში, როგორიცაა: კეფირი, არაპასტერიზებული რძე, ყველი და ა.შ. საკვები რაციონიდან საკმარისი პრობიოტიკების მიღება საკმაოდ ძნელია, ამიტაომაც ბაზარზე არაერთი სახის პრობიოტიკების შემცველი პროდუქტი გვხვდება.
Now გვთავაზობს საღეჭი აბების სახით შექმნილ პროდუქტს, რომელიც 10 სახის პრობიოტიკს შეიცავს. ჟელიბონი გამოირჩევა გემრიელი კენკრის არომატით და წარმოდგენილია სხვადასხვა ცხოველის ფორმებით.
ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმოვანი მჟავების წარმომადგენელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაყოფისა და ბავშვის ჩამოყალიბება-განვითარებაში. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი გავლენა ტვინის განვითარებაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე.
ომეგა 3 ითვლება აუცილებელ ცხიმოვან მჟავებად, რადგან ჩვენს სხეულს არ შეუძლია მისი წარმოება და საჭიროა საკვებიდან მიღება.
ცხიმოვანი მჟავები იყოფა 3 ტიპად: ალფა-ლინოლეინის მჟავა (ALA), ეიკოსაპენტაენოის მჟავა (EPA) და დოკოზაჰექსაენოური მჟავა (DHA).
სხვადასხვა კვლევების თანახმად, ომეგა -3 ცხიმოვანმა მჟავებმა შეიძლება გააუმჯობესონ ტვინის ფუნქცია და განწყობა ბავშვებში, კერძოდ: სწავლა, მეხსიერება და სხვადასხვა კოგნიტური ფუნქციების განვითარება. ტვინის სრულფასოვან განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა აქვს დოკოზაჰექსაენოური მჟავა (DHA). ამიტომაც ხშირად გამოიყენება უშუალოდ DHA-ს შემცველი დანამატები როგორც ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე ორსულებშიც. იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფის ტვინისა და სხვადასხვა ორგანოების სრულყოფილ ჩამოყალიბებაში.
გარდა ამისა ომეგა 3-ის მიღება ასევე უმნიშვნელოვანესია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის, ებრძვის დეპრესიასა და ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურ აშლილობას (ADHD), აძლიერებს ძვლებსა და სახსრებს და აქვს პროფილაქტიკური მოქმედება ასთმის წინააღდეგ.
Ultravit გვთავაზობს ჟელიბონის სახით წარმოდგენილ ომეგა 3-ს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრებულია DHA ცხიმოვანი მჟავით. პროდუქტში წარმოდგენილია მინიმალური რეკომენდირებული დოზა და მისი მიღება შესაძლებელია ექიმის ნებართვის გარეშეც.
მულტივიტამინების კომპლექსი. მულტივიტამინები მოიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რომელიც აუცილებელია ბავშვის სრულყოფილი ზრდისა და განვითარებისთვის.
რეგულარულ კვებას და საჭმელს შეუძლია უზრუნველყოს ყველა იმ საკვები ნივთიერების მიწოდება, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, 21-ე საუკუნეში ძალიან ძნელია დღიური საკვები რაციონის სწორად შედგენა და რეალურად ჯანსაღი საკვები პროდუქტების შერჩევა. სწორედ ამის გამო, ხშირად ბავშვები განიცდიან არაერთი ვიტამინის ნაკლებობას.
როგორც ფარმაცევტულ, ასევე საკვები დანამატების ბაზარზე წარმოდგენილია ბევრი პროდუქტი, რომლებიც ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრს შეიცავს და ამავდროულად შექმნილია სპეციალურად ბავშვებისათვის. ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქტები წარმოდგენილია მულტივიტამინების მინიმალური დოზირებით. ისინი არიან სრულიად უსაფრთხო და ავსებენ ბავშვებსა და მოზარდებს დღიური, აუციებელი ვიტამინების, განსაზღვრული რაოდენობით.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიტამინები, მინერალები და სხვა შეუცვლელი ნუტრიენტები აუცილებელია ადამიანისთვის, მიუხედავად ასაკისა. იმ შემთხვევაში, თუ ამ საკვებ ნივთიერებებს სრულად ვერ ვიღებთ დღიური საკვები რაციონიდან, დანამატების სახით მათი მიღება ჩვენს ბავშვებს დაეხმარება მათი დეფიციტის შევსებაში და ორგანიზმის სრულფასოვან განვითარებაში.