მაკას ფესვის 4 სასარგებლო თვისება

მაკა მიეკუთვნება მცენარეთა ოჯახს, რომელსაც საკმაოდ ღირებული შემადგენლობა აქვს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს და სხვა აუცილებელ საკვებ ნუტრიენტებს.

მაკას გამოყენების საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ძველად, მას აქტიურად იყენებდა პერუს მოსახლეობა. ასევე ინკელი მეომრები გამძლეობის და ძალის გასაუმჯობესებლად ბრძოლის წინაც კი იღებდნენ.

იმ პერიოდში, როდესაც ინკების ცივილიზაცია ყვაოდა ანდების რეგიონში, მაკა წარმოუდგენლად ღირებულ პროდუქტად ითვლებოდა. ფაქტობრივად, მისი გამოყენება შეზღუდულიც კი იყო და მასზე ხელი ერთეულებს მიუწვდებოდა.

მოგვიანებით მაკა გამოჩნდა ესპანეთის სამეფო ოჯახში, სადაც იყენებდნენ ენერგიის დონის გასაუმჯობესებლად.

მაკა განსაკუთრებით პრაქტიკულია სექსუალური ფუნქციის, ნაყოფიერების და ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

დღესდღეისობით მაკა კვლავაც ღირებული და მოთხოვდანი პროდუქტია. რაც მთავარია, გაცილებით ხელმისავწდომი და გამოსაყენებლადაც პრაქტიკულია ვიდრე, ეს ძველად იყო.

მაკას მიღება შეგიძლიათ საკვებდანამატის სახით, ფხვნილის ან კაფსულის ფორმით.

სარგებელი

1. მდიდარი ანტიოქსიდანტებით

მაკა მდიდარია ისეთი ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა გლუტათიონი და სუპეროქსიდდისმუტაზა. ეს ორი ერთად  ეფექტურად ანეიტრალებს მავნე, თავისუფალ რადიკალებს და ებრძვის ქრონიკულ დაავადებებს, რომელიც აზიანებს უჯრედებს.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მაკას მიღება არა მხოლოდ აუმჯობესებს ანტიოქსიდანტურ სტატუსს, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ღვიძლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, რაც ხელს უშლის ქრონიკული დაავადების განვითარებას. ასევე მაკას ფოთლის ექსტრაქტში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს ნევროლოგიური დაზიანებისგან.

გარდა ამისა, ანტიოქსიდანტური სტატუსის გაუმჯობესება სასარგებლოა ისეთი პირობების პრევენციისთვის, როგორიცაა: გულის დაავადება, კიბო, დიაბეტი და ოქსიდაციური სტრესი.

2. აუმჯობესებს ქალის სექსუალურ ჯანმრთელობას

მაკა დადებითად მოქმედებს ქალის სექსუალურ ჯანმრთელობაზე რამდენიმე განსხვავებული მექანიზმის მეშვეობით.

მაკას ფესვს შეუძლია შეამციროს სექსუალური დისფუნქცია და ბუნებრივად გაზარდოს ლტოლვა ქალებში.

2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მაკა ხელს უწყობს ფსიქოლოგიური სიმპტომების მკურნალობას, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ქალებში.

მაკას ასევე შეუძლია ქალის სასქესო ჰორმონების დაბალანსება და მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქება. უფრო მეტიც, კვლევები ადასტურებს, რომ მაკა მენოპაუზის ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდებული საკვებდანამატია. ჰორმონალური ბალანსი ერთ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.

3.აბალანსებს ესტროგენის დონეს

ესტროგენი არის პირველადი ქალის სასქესო ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია რეპროდუქციული სისტემის რეგულირებაზე. ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰორმონის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები, არარეგულარული მენსტრუაციით დაწყებული განწყობის ცვალებადობით დამთავრებული. ესტროგენის ზედმეტად დაბალმა დონემ შეიძლება ასევე გაართულოს ქალის ოვულაცია და დაორსულება.

 

მაკა ხელს უწყობს ჰორმონების დონის დაბალანსებას და ორგანიზმში ესტროგენის კონტროლს.

გარდა ამისა, მაკა არა მხოლოდ არეგულირებს ჰორმონების მუშაობას, არამედ ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ქალებში.

მენოპაუზის სიმპტომების შემცირების გარდა, ესტროგენის დონის რეგულირება კარგი შესაძლებლობაა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების კუთხით.

4. მამაკაცის ნაყოფიერების ხელშეწყობა

მაკა გამოყენება პრაქტიკულია მამაკაცებისთვისაც, იგი ზრდის ტესტოსტერონის დონეს, რაც დადებითად აისახება კაცის სექსუალურ ჯანმრთელობასა და ნაყოფიერებაზე.

ამას ადასტურებს პერუში ჩატარებული ერთ ერთი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ მაკას საკვებდანამატები მამაკაცებში ზრდის სექსუალურ ლტოლვას. ასევე აუმჯობესებს სპერმის ხარისხსა და მის მოძრაობას. ეს არის ის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მამაკაცის ნაყოფიერებასთან.