როგორც იცით, ამინომჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუნთების ზრდასა და აღდგენაში.
თქვენთვის ისიც ცნობილია, რომ ამინომჟავების 20 სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქცია მოვალეობები აკისრიათ.
ერთ ერთი ასეთი ამინომჟავა არის ლეიცინი, რომელსაც ხშირად ცილის მთავარ სამშენებლო ბლოკად მოიხსენიებენ. მაშ, რატომ არის ლეიცინი ასე მნიშვნელოვანი?
რას აკეთებს ლეიცინი სხეულში?
ლეიცინი არის სამი განშტოებული ამინომჟავებიდან ერთ ერთი, რომელსაც BCAA, სახელით ვიცნობთ. (ლეიცინი იზოლეიცინი და ვალინი.) მათ განშტოებული იმიტომ ეწოდებათ, რომ ერთი და იგივე სტრუქტურა აქვთ.
მოგეხსენებათ BCAA პირდაპირ როლს თამაშობს კუნთოვანი მასის აშენებაში“, თუმცა, ეფექტის უმეტესი ნაწილი განპირობებულია ლეიცინით, რადგან ის არის ცილის სინთეზის მთავარი გასაღები, რაც კუნთს ჰიპერტროფიის (ზრდის) საშუალებას აძლევს.
ლეიცინს აქვს უნარი პირდაპირ მიაწოდოს სხეულს mTOR. ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მკვებავი სენსორული მოლეკულა და ორგანიზმის მთავარი რეგულატორი, რომელიც ცნობილია ანაბოლური (ზრდის) სიგნალით. ზუსტად მისი მეშვეობით ახერხებს კუნთი ცილის ათვისებას.
ცილის სინთეზის გატარების უნარი mTOR-ის მეშვეობით ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგ“, ეს ასტიმულირებს აღდგენის პროცესს, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს კუნთოვანი მასის ხარისხიანი ზრდა.
მთავარი რაც უნდა იცოდეთ: ლეიცინი მიეკუთვნება შეუცვლელი სახის ამინომჟავებს, რაც ნიშნავს რომ ორგანიზმს არ შეუძლია მისი დამოუკიდებელი გამომუშავება.
რომელ საკვებშია მაღალი ლეიცინი?
იმის გამო, რომ ლეიცინი არ წარმოიქმნება სხეულის მიერ, ჩვენ უნდა მივიღოთ იგი საკვებით ან საკვებდანამატების მეშვეობით.
ზოგადად, ცხოველური წარმოშობის ცილას აქვს ლეიცინის ყველაზე მაღალი რაოდენობა.
ქათამი
საქონლის ხორცი
ღორის ხორცი
ტუნა
რძე
ყველი
მაგრამ თუ ძალიან აქტიურად ვვარჯიშობთ მხოლოდ საკვებიდან მიღებული ლეიცინი არ იქნება საკმარისი.
თუმცა ცალკე ლეიცინის გამოყენებას პროტეინის მიღება სჯობს, რადგან იგი შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჯავას და შესაბამისად ლეიცინიც ბევრად ეფექტურად მუშაობს.
გარდა ამისა კარგი იქნება თუ გამოიყენებთ BCAA-ს სადაც ლეიცინის რაოდენობა მაღალი იქნება. მოდი შევიხსენოთ თუ რა პრინციპით მუშაობს BCAA.
კუნთოვანი ქსოვილის გასაზრდელად, სხეულში კუნთების ბოჭკოების აშენების სიჩქარე უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე კუნთების დაშლის სიჩქარე. ეს შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც უშუალოდ კუნთოვან ქსოვილში საკმარისი რაოდენობის ამინომჟავები მეტაბოლიზდება.
ქსოვილის მცირე დაშლა ჯანსაღი ფიზიოლოგიური პროცესია, რაც არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ამ დაშლის შედეგად ამინომჟავების გამოყენება სხვადასხვა ქსოვილებსა თუ ორგანოებში მიმდინარეობს. თუმცა ვარჯიშისას, კუნთის დაშლა გაცილებით მაღალ ტემპში მიმდინარეობს. ამ დროს, ამინომჟავების ეს ჯგუფი, (BCAA) სიგნალს აძლევს კუნთოვანი ქსოვილის უჯრედებს, რათა არ მოხდეს მათი დიდი რაოდენობით დაშლა.(კატაბოლიზმი)
ლეიცინი ხელს უწყობს კუნთებში ცილების სინთეზის სტიმულირებას, იგი ეხმარება სხეულს თავიდან აიცილოს კუნთის დაშლა რომელიც გარდაუვალია ინტენსიური ვარჯიშის დროს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცილოვანი საკვებდანამატის მიღება, რომელიც შეიცავს ლეიცინს, აფერხებს კუნთების მასის დაკარგვას რაც ნაადრევი დაბერების ერთ ერთი მთავარი სიმპტომია.
სპორტული კვების საერთაშორისო საზოგადოების მიერ ნათქვამია, რომ ცილოვანი საკვებდანამატი თითო პორციაზე უნდა შეიცავდეს 700-დან 3000 მგ ლეიცინს.