კრილის ზეთის ბეფენიტები

კრილი არის პატარა, წითელი, ცოცხალი არსება, რომელიც ატლანტის ოკეანეში ბინადრობს, იგი შეიცავს მაღალი რაოდენობით ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. როგორც თევზში, ასევე კრილშიც შემავალი ცხიმოვანი მჟავებია დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA).

ამ სტატიაში ვისაუბრებთ კრილის პრაქტიკულ სარგებელზე.

კრილის ზეთის სარგებელი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, კრილის ზეთი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალ კონცეტრაციას, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.

კვლევებმა აჩვენა, რომ ის ხელს უწყობს C-რეაქტიული ცილის (CRP), ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და სისხლში შაქრის დონის შემცირებას. ის ასევე ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია შეამციროს გულის დაავადებების და ათეროსკლეროზის რისკი, გარდა ამისა, ამცირებს როგორც რევმატოიდულ, ასევე ოსტეოართრიტთან დაკავშირებულ ტკივილს. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრილის ზეთს შეუძლია შეაჩეროს მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედების ზრდა.

ამცირებს C-რეაქტიულ ცილას (CRP)

CRP არის ანთებითი ცილა, რომელიც ზრდის გულის დაავადებების და ინსულტის რისკს. ორგანიზმში ჭარბი ანთება დაკავშირებულია მრავალ სხვა დაავადებასთან. 2007 წელს, ამერიკის კვების კოლეჯის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრილის ზეთის მოხმარება თითქმის 20 პროცენტით ამცირებს CRP-ის დონეს, ანუ ანთებას. გარდა ამისა, 2016 წელს, სამედიცინო მეცნიერების არქივში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა კრილის ზეთის CRP-ის შემცირების სარგებელი.

ქოლესტერინის ოპტიმიზაცია

ქოლესტერინს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ქოლესტერინი არის ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმში მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ქოლესტერინის მხოლოდ 20 პროცენტს იღებს ადამიანი საკვებიდან, დანარჩენ 80 პროცენტს კი ღვიძლი აწარმოებს.

ქოლესტერინი საჭიროა შემდეგი ნივთიერებების წარმოსაქმნელად:

ვიტამინი D

ტესტოსტერონი, მამაკაცების მთავარი ჰორმონი

ესტროგენი, ქალების მთავარი ჰორმონი

ნერვის გარსი (მიელინის გარსი), დამცავი საფარი, რომელიც იცავს ნერვებს

ნაღველი, ღვიძლის მიერ გამომუშავებული მწვანე ნივთიერება, რომელიც გვეხმარება ცხიმოვანი მჟავების და გარკვეული ვიტამინების შეწოვაში

გარდა ამისა, კრილის ზეთი ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების კონტროლს. ეს გახლავთ ცხიმის სახეობა, რომელიც სისხლში ცირკულირებს. იდეალური დონე უნდა იყოს 150 მგ/ზე ნაკლები. მომატებული დონე გულის შეტევის და ინსულტის რისკს წარმოადგენს. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრილის ზეთი 10 პროცენტით ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს. 2017 წელს ჟურნალ „Nutrition Reviews“-ში 662 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ მსგავსი შედეგები აჩვენა მათში, ვინც კრილის ზეთი მოიხმარდა. სხვა კვლევებმაც დაადასტურა ეს დასკვნები.

სისხლში შაქრის კონტროლი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 422 მილიონზე მეტი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. დიაბეტი თირკმლის დაავადების, გულის შეტევებისა და ინსულტის წამყვანი რისკ-ფაქტორია. 2004 წელს Alternative Medicine Review-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრილის ზეთი ამცირებს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონეს, ხოლო 2015 წელს British Medical Journal-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 1000 მგ-ს შეუძლია ინსულინის ეფექტურობის გაზრდა გლუკოზის მიმართ მგრძნობელობის გაზრდით.

ზრდის ნაწლავის კარგ ბაქტერიებს

კრილის ზეთი ნაწლავებში არსებული ბაქტერიებისთვის საკვების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ნაწლავის კარგი ბაქტერიების განვითარებას, რომელსაც ასევე პრებიოტიკებსაც უწოდებენ. ბაქტერიული შტამები, როგორიცაა ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, ხოლო კრილის ზეთი ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების ზრდას და ამავდროულად აკონტროლებს ცუდი ბაქტერიების არსებობას.

ნაყოფიერება

ნაყოფიერების საკითხები ბევრი წყვილის საზრუნავია. სპერმის დაბალი რაოდენობა და ცუდი ხარისხი წყვილის საკმაოდ გავრცელებული მიზეზებია. უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების სპეციალისტების მიერ მკურნალობა შეიძლება ათიათასობით დოლარი დაჯდეს.

2017 წელს ანდროლოგიის ჟურნალში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრილის ზეთს შეუძლია გააუმჯობესოს სპერმის კონცენტრაცია და მოძრაობა.

წონის დაკლება

ჭარბი წონა მსოფლიო ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენს. მხოლოდ შეერთებულ შტატებში, ყოველი მესამე ადამიანიდან ორი - ანუ 215 მილიონი ითვლება  ჭარბწონიანად.

სიმსუქნის დროს იმატებს მრავალი სამედიცინო პრობლემის რისკი, მათ შორის დიაბეტის, გულის დაავადებების და ინსულტის. დაბალანსებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში გადამწყვეტია ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად. თუმცა ამ მხრივ კრილის ზეთი დანამატის სახით დიდ დახმარებას გაგიწევთ. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრილის ზეთი ხელს უწყობს წონის კლებას, მეტაბოლიზმის გაძლიერებით.

თვალების პროფილაქტიკა

ასაკის მატებასთან ერთად, თვალებში არსებული საცრემლე მილები ნაკლებად ეფექტური ხდება, რაც იწვევს სითხის (ცრემლების) მეტ გამოყოფას თვალების ტენიანობის შესანარჩუნებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, თვალის სიწითლე ან თვალში რაღაცის არსებობის შეგრძნება.

მშრალი თვალები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს აიძულებს ოფთალმოლოგთან ვიზიტს. 2017 წელს Ophthalmology-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშრალი თვალების მქონე პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა, როდესაც ისინი დამატებით იღებდნენ კრილის ზეთს. 2017 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა მსგავსი შედეგები და თვალის დაცვა დაჟანგვისგან იმ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ კრილის ზეთს დღეში 1500 მგ დოზით.