ვიტამინი K არის ცხიმში ხსნადი, რომელიც საჭიროა ორგანიზმში სამი მნიშვნელოვანი ცილის შესაქმნელად. K ვიტამინზე დამოკიდებული ეს ცილები გვეხმარება ძვლების და სისხლძარღვების ნადების კონტროლში.
ვიტამინი K სრული სახელია კოაგულაცია, რაც ნიშნავს სისხლის პროცესების სრულფასოვან წარმართვას.
ასე რომ, თუ გსურთ ოსტეოპოროზის თავიდან აცილება, გულის ჯანმრთელობის ოპტიმიზაცია შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ უნდა იყოს K ვიტამინის მიღება თქვენი ყოველდღიური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი!
არსებობს K ვიტამინის ორი განსხვავებული ტიპი, მათ შორის K1 (ფილოქინონი) და K2 (მენაქინონები, ასევე ცნობილი როგორც MKs, როგორიცაა MK-4, MK-7, MK-9).
K ვიტამინის საკვები წყაროები
K1 გვხვდება მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, ხოლო K2-ის თითქმის ყველა ფორმა წარმოიქმნება პრობიოტიკებით/კარგი ბაქტერიებით ადამიანის ნაწლავში. K2 ასევე შეიძლება მოიძებნოს მცირე რაოდენობით ცხოველურ პროდუქტებში, როგორიცაა ცხოველური ღვიძლი და რძის პროდუქტები. ზრდასრულ ადამიანებს ყოველდღიურად სჭირდებათ 90-120 მიკროგრამი K ვიტამინი.
K ვიტამინის საუკეთესო საკვები წყაროები
ისპანახი
კალე
ბროკოლი
სტაფილოს წვენი
გოგრა
ხორცი (K2) 6მკგ 3 უნციაზე
იმის გამო, რომ ვიტამინი K არის ცხიმში, უფრო სავარაუდოა, რომ შეიწოვება, თუ მას მიირთმევთ ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად. მაგალითად მწვანილეულ საკვებს, სადაც K ვიტამინი გვხვდება, მოასხით ზეითუნის ზეთი და ეს კომბინაცია გამოიყენეთ სალათი დრესინგებში. ზეთი ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თხილეული.
კიდევ უფრო მარტივი გზა, რომ დაამატოთ მეტი K ვიტამინით მდიდარი საკვები თქვენს ყოველდღიურობას არის, მუქი ფოთლოვანი მწვანილეულის და პროტეინის მიქსი.
K ვიტამინს ადამიანი აწარმოებს ენდოგენურად მსხვილი ნაწლავის ბაქტერიული მეტაბოლიზმის საშუალებით. იმ შემთხვევაში თუ ვინმეს აქვს მალაბსორბციული აშლილობის, ცელიაკია, კისტოზური ფიბროზი ან მოიხმარს ქრონიკული დაავადებისთვის ანტიბიოტიკებს, სასურველია K ვიტამინის მიღება საკვები დანამატის სახით.
K ვიტამინის საკვებდანამატები
K ვიტამინის დანამატის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ ანოტაციას, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ დანამატში შედის K ვიტამინის სრული სპექტრი. ამაში იგულისხმება მენაქინონების ბიოხელმისაწვდომ ფორმები, რომელსაც როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ შემოკლებით ეწოდება MK-7-ი.
ყიდვამდე შეამოწმეთ ეტიკეტები და პერორალური ვერსიის შეძენამდე ჯერ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ K ვიტამინის კრემები შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლჩაქცევების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ K ვიტამინის კრემებს შეუძლიათ თვალის ქვეშ წრეების დამალვაც, რადგან ეს წრეები წარმოიქმნება სისხლძარღვებიდან სითხის გაჟონვის შედეგად.