ჯინჯერის სარებელი

ჯანჯაფილი და კურკუმა

ჯანჯაფილი და კურკუმა მცენარეული მედიცინის ორი ყველაზე ფართოდ შესწავლილი ინგრედიენტია.

როგორც ჯანჯაფილი, ასევე კურკუმა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, შაკიკით დაწყებული ქრონიკული ანთებით დამთავრებული.

ეს სტატია განიხილავს თუ რა სარგებელი აქვს ჯანჯაფილისა და კურკუმას ერთდროულად გამოყენებას.

რა არის ჯანჯაფილი და კურკუმა?

ჯანჯაფილი და კურკუმაც მიეკუთვნება მცენარეთა ოჯახს და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.

ჯანჯაფილი, ან Zingiber officinale, წარმოიშვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და დიდი ხანია გამოიყენებოდა, როგორც ბუნებრივი წამალი ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის საკმურნალოდ.

მისი სამკურნალო თვისებები ძირითადად განპირობებულია ფენოლური ნაერთების არსებობით, მათ შორის არის ჯინჯეროლი. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები

კურკუმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Curcuma longa, ისიც მცენარეთა ოჯახს მიეკუთვნება და ხშირად გამოიყენება როგორც სანელებელი სამზარეულოში.

კურკუმა შეიცავს ქიმიურ ნაერთს კურკუმინს, რომელიც ოფიციალურად დადასტურებულია, რამდენიმე ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.

როგორც ჯანჯაფილი, ასევე კურკუმა რამდენიმე მეთოდით შეგიძლიათ მიიღოთ, მაგალითად: ნედლი, გამხმარი, დაფქული, რომელიც შეგიძლიათ დაემატოთ სხვადასხვა კერძებს.

ასევე ისინი ხელმისაწვდომია საკვებდანამატის სახით და ეს უკანასკნელი მისაღებად ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია.

სარგებელი

ანთების შემცირება

ქრონიკული ანთება მთავარი გამომწვევი მიზეზია ისეთი პრობლემების, როგორიცაა გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი.

ქრონიკული ანთება ასევე იწვევს სხვადასხვა ავტოიმუნურ დარღვევებს.(რევმატოიდული ართრიტი და ნაწლავის ანთებითი დაავადება)

ჯანჯაფილს და კურკუმას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და დაავადებისგან დაცვას.

ოსტეოართრიტის მქონე 120 ადამიანში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად 1 გრამი ჯანჯაფილის ექსტრაქტის მიღება 3 თვის განმავლობაში ეფექტურად ამცირებს ანთებას და ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს.(მოლეკულა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთებით პროცესში).

ტკივილგამაყუჩებელი

ჯანჯაფილი და კურკუმა შესწავლილია როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმას აქტიური ინგრედიენტი კურკუმინი განსაკუთრებით ეფექტურია ართრიტით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად.

1000 მგ კურკუმინის მიღება ისეთივე ეფექტურია სახსრების ტკივილის შესამცირებლად, როგორც ართრიტის მქონე ტკივილგამაყუჩებელი ზოგიერთი მედიკამენტები.

ოსტეოართრიტის მქონე 40 ადამიანზე ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 1500 მგ კურკუმინის ყოველდღიურად მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს ფიზიკურ ფუნქციას პლაცებოსთან შედარებით.

იმუნური ფუნქციის მხარდაჭერა

ბევრი ადამიანი იღებს კურკუმას და ჯანჯაფილს ავადმყოფობის პირველივე ნიშნებისთანავე, იმ იმედით, რომ შეძლებს იმუნიტეტის გაძლიერებას და თავიდან აიცილებს გაციების და გრიპის სიმპტომებს.

ეს ნამდვილად ასეა, განსაკუთრებით კი ჯანჯაფილს აქვს ძლიერი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანჯაფილი ეფექტურია ადამიანის რესპირატორული სინციტიალური ვირუსის (HRSV) წინააღმდეგ.(სასუნთქი გზების ინფექცია.)

დადასტურებულია, რომ ჯანჯაფილის ექსტრაქტი ბლოკავს სასუნთქი გზების პათოგენების რამდენიმე შტამის ზრდას.

გარდა ამისა, ჯანჯაფილის ექსტრაქტის მიღება ბლოკავს რამდენიმე ანთების საწინააღმდეგო იმუნური უჯრედის გააქტიურებას და ამცირებს სეზონური ალერგიის სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება.

ანალოგიურად, კურკუმინს გააჩნია ანტივირუსული თვისებები და შეუძლია დაეხმაროს გრიპის A ვირუსის სიმძიმის შემცირებას.

როგორც კურკუმას, ასევე ჯანჯაფილს, შეუძლია შეამციროს ანთების დონე, რაც ხელს შეუწყობს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებას.

გულისრევის შემცირება

ჯანჯაფილი საკმაოდ ეფექტურია კუჭის დასამშვიდებლად და გულისრევის შესამცირებლად.

170 ქალზე ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 1 გრამი ჯანჯაფილის ფხვნილის მიღება ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში იყო ისეთივე ეფექტური ორსულობასთან დაკავშირებული გულისრევის შესამცირებლად, როგორც ჩვეულებრივი გულისრევის საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც არაერთი გვერდითი ეფექტი აქვს.

 

კვლევები ადასტურებს, რომ დღეში მინიმუმ 1 გრამი ჯანჯაფილის მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტი კვლევაა საჭირო გულისრევაზე კურკუმას ეფექტის შესაფასებლად, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია დაიცვას ქიმიოთერაპიით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი პრობლემები, რაც შეიძლება დაეხმაროს ისეთი სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა.