ჰიალურონის მჟავა არის საპოხი, გამჭვირვალე ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება სხეულის მიერ. ადამიანის ორგანიზმში ჰიალურონის მჟავა ყველაზე დიდი კონცენტრაციით გვხვდება კანში, სახსრებში, თვალის არეში და სხვა ქსოვილებში, სადაც ის ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას, ტენიანობის გაზრდას, ელასტიურობას და მოქნილობას.
ჰიალურონის მჟავა ერთ ერთი მთავარი ინგრედიენტია თავის მოვლის საშუალებებში.(მაგალითად კრემები,ლოსიონები და ასე შემდეგ) ეს იმიტომ, რომ, მის შემადგენლობაში შეხვდებით ნატრიუმის ჰიალურონატს, რომელიც მცირე მოლეკულური ზომისაა. მას შეუძლია შეაღწიოს კანში, თვალებსა თუ რბილ ქსოვილებში, რათა შენარჩუნებულ იქნას ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მოცულობის წყალი.
განვიხილოთ ცალკეულად ჰიალურონის მჟავის სარგებელი.
წყლულები, მზის დამწვრობა და ჭრილობების შეხორცება
ჰიალურონის მჟავა სასარგებლოა სხვადასხვა წყლულების, ჭრილობების, და დამწვრობის სამკურნალოდ, რადგან იგი აღადგენს დაზიანებულ ქსოვილს.
ჰიალურონის მჟავა არის პირის ღრუს და ტუჩების სტრუქტურული კომპონენტის ნაწილი, რომლებიც შედგება შემაერთებელი ქსოვილებისგან, რომელთა შორისაც ერთ ერთი კოლაგენია. ჰიალურონთან ერთად კოლაგენი ხელს უწყობს ტუჩების სტრუქტურასა და ფორმას.
ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მიტანას დაზიანებულ ქსოვილებში, აკონტროლებს ანთებას და ორგანიზმს ეხმარება სითხეების რეგულირებაში.
სახსრის ჯანმრთელობა
როგორც ავღნიშნეთ, ჰიალურონის მჟავა გვხვდება ძვლებში, სახსრებში, მყესებში და ხრტილის სტრუქტურებში. ორგანიზმში არსებობს სპეციალური ჰიალურონის ხრტილი, რომელიც ფარავს ძვლების ბოლოებს და მას გააჩნია ბალიშის მგავსი დამცავი ეფექტს. იმის გამო, რომ ჰიალურონი მუშაობაში ეხმარება ბუფერულ ძვლებს და ანელებს ძვლის ცვეთის პროცესს, იგი გამოიყენება სახსრების დეგენერაციულ დაავადებებთან დაკავშირებული ტკივილისა და მგრძნობელობის შესამცირებლად.
ჰიალურონის მჟავა ასევე გვხდება სახსრების ერთ ერთ მნიშვნელოვან ნაწილში, რომელსაც ეწოდება „სინოვიალური მემბრანა,“ რომელიც ქმნის ფენას არტიკულირებულ ძვალზე და წარმოქმნის სინოვიალურ სითხეს. ეს არის "ბლანტი სითხე", რომელიც ეხმარება სახსრებს სირთულეებთან გამკლავებაში, ელასტიურობის შენარჩუნებაში და საკვები ნივთიერებების გადააქვს ხრტილში.
ჰიალურონის მჟავა ოფიციალურად დამტკიცებულია FDA-ს მიერ ოსტეოართრიტის სამკურნალოდ, იგი ამცირებს ტკივილს და დაზიანებებს, რომელიც წარმოიქმნება ოსტეოართრიტის დროს.(თუმცა დაავადებასთან საბრძოლველად გამოიყენება ჰიალურონის მაღალი დოზები, რომელიც გაიცემა ჯანდაცვის პროვაიდერის მიერ.)
თვალის სიმშრალის შემცირება.
თვალის კაკლის შიგნით არსებული სითხე, თითქმის მთლიანად შედგება ჰიალურონის მჟავისგან. თვალის სიმშრალის სამკურნალოდ სპეციალურად არსებობს ჰიალურონის თვალის წვეთები, რომელიც ეხმარება თვალს ქრონიკული სიმშრალის მოხსნასა და თვალის კაკლის შიგნით ტენიანობის აღდგენაში.(ტენიანობა უზრუნველყოფს თვალში ცრემლის წარმოქმნას და სითხის ბალანსის აღდგენას.) ზოგიერთმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს თვალის რქოვანას UVB შუქით(მავნე მზის სხივი) გამოწვეული ოქსიდაციური დაზიანების ჩახშობას.
თანამედროვე მედიცინაში, ჩვეულებრივ იყენებენ საპოხი ჰიალურონის მჟავას ფორმულებს, თვალის დაზიანებებისა და დარღვევების სამკურნალოდ, განსაკუთრებით კატარაქტის ოპერაციის შემდეგ, როდესაც თვალები ყველაზე მგრძნობიარე და მშრალია.
ნაწლავის ანთებითი დაავადები
ბუნებრივად წარმოქმნილი ჰიალურონის მჟავა გვხვდება ნაწლავის ფუნქციონირებულ ნაწილაკებში, რომლებიც იცავს და აღადგენს ნაწლავს სხვადასხვა ანთებითი დაავადებებისგან.(მაგალითად წყლულოვანი კოლიტი.)
თუ რეგულარულად მიიღებთ ჰიალურონის მჟავით მდიდარი საკვებს, ან საკვებ დანამატებს, ეს დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის სისტემა ყოველთვის ბუნებრივად იყოს გამართული.
ატენიანებს მშრალ, კანს
ძირითადი გზა, რომლითაც ჰიალურონი აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას ეს არის "ქრონოაჟირებული კანის" (მზეზე ზემოქმედების გამო დაბერებული კანის) წინააღმდეგ ბრძოლა.
ისეთი პრობლემები, როგორიცაა სიმშრალე და ქერტლი, პირდაპირ ასოცირდება კანის დაბერებასთან. ასაკის მატებასთან ერთად, კანში მოლეკულები კარგავენ წყლის შეკვრისა და შეკავების უნარს. ეს არა მხოლოდ იწვევს სიმშრალეს, არამედ ამცირებს კანის მოცულობას. კანის დაბერება გამოწვეულია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი პირობებით, რომლის ერთ ერთი მთავარი მიზეზი, დაბინძურებლი გარემოს ყოველდღიური ზემოქმედება და ულტრაიისფერი გამოსხივებაა.
კვლევებმა აჩვენა, რომ კანში მრავალი ადგილია ჩართული ჰიალურონის სინთეზის, და უჯრედების დეგრადაციის კონტროლში.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რქოვანას ფენის სიმშრალე, რომელიც გამოწვეულია მზის ხანგრძლივი ზემოქმედებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაოჭების წარმოქმნაში.
ჰიალურონის მჟავას შეუძლია ბუნებრივად დაეხმაროს დაბერების ნიშნების შემცირებას „ეპიდერმის წყლის დანაკარგის“ შემცირებით, რომელიც დაკავშირებულია მზის ზემოქმედებასთან.