გუარანა, არის მცენარის სახეობა, რომლის სამშობლოც ამაზონია. გუარანა ცნობილია მისი ძლიერი, აქტიური ენერგეტიკული შესაძლებლობებით.
თავად მცენარეს დიდი ფოთლები და მტევნები აქვს, რომელიც აწარმოებს პატარა ნაყოფებს და ისეთივე ზომისაა, როგორიც ყავის მარცვალი.
გუარანას ვიზუალურად აქვს უნიკალური იერი, კერძოდ, აგებულებით ადამიანის თვალს ჰგავს. ნაყოფი შეიცავს შავ თესლებს, რომლებიც დაფარულია თეთრი არლებით.
გუარანას თესლში კოფეინის შემცველობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ყავის მარცვლებში. ამიტომ, ის ხშირად გამოიყენება როგორც აქტიური დანამატი ენერგეტიკულ სასმელებში.
კოფეინის შემცველობის გამო, გუარანა სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, კანის სიჯანსაღით დაწყებული, წონის კლებით დამთავრებული.
გუარანას გამოყენების დიდი ისტორია აქვს. იგი ღრმად არის ფესვგადგმული სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ძირძველ ჯგუფის მითოლოგიასა და კულტურაში.
ლეგენდის თანახმად, ამ მცენარის გაშენება სოფლის ერთ ერთ ღვთაებას უკავშირდება, რომელმაც ნაყოფი ტყეში აღმოაცენა და ასე გაჩნდა ველური გუარანა.
სარგებელი
1. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას
კვლევები ადასტურებს, რომ გუარანას შეუძლია ძლიერი გავლენა მოახდინოს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, კერძოდ ყურადღებასა და მეხსიერებაზე.
გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტის, ადამიანის შემეცნებითი ნეირომეცნიერების განყოფილების ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბალ დოზებს შეუძლია გააუმჯობესოს მეხსიერება და კონცენტრაცია
გუარანას ნაყოფი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტების ფართო სპექტრს, მათ შორის კოფეინს, ტანინებს, საპონინებს და კატექინებს. ეს აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას და ამცირებს უჯრედების ჟანგვას.
ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს გონებრივი უნარების გაუმჯობესებაში.
2. ენერგის მატება, დაღლილობის შემცირება
როგორც ზევით ავღნიშნეთ გუარანაში კოფეინის კონცნტრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ყავის მარცვლებში. კოფეინი მოქმედებს როგორც მასტიმულირებელი, რომელიც გავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერების აქტივობაზე, რის შედეგადაც ტვინში იმატებს ენერგიის დონე.
ამიტომაც არის ენერგეტიკულ სასმელებში გუარანა მთავარი ინგრედიენტი, რომელიც სწრაფი გამოსავალია დაღლილობის აღმოსაფხვრელად.
გარდა ფიზიკური დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლისა, გუარანა ასევე დაგეხმარებათ გონებრივი დაღლილობის შემცირებაში. ერთ ერტ კვლევაში აღნიშნული იყო, რომ გუარანა ამცირებს გონებრივ დაღლილობას, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა 21-ე საუკუნეში.
3. მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა
გუარანა დიდი ხანია გამოიყენება როგორც ბუნებრივ საშუალება ყაბზობის და ფაღარათის დროს. იგი ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ დისტრესს. გუარანა შეიცავს ნაერთს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოძრაობის სტიმულირებას ყაბზობის შესამსუბუქებლად.
გარდა ამისა, გუარანა მდიდარია ტანინებით. ეს არის მცენარეული ნაერთები, რომელიც ხელს უშლის ჭარბი წყლის გამოყოფას ნაწლავებში, რა დროსაც მცირდება დიარეის ალბათობა.
4. აძლიერებს გულის ჯანმრთელობას
გუარანა სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვისაც. ერთ ერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის კვლევის თანახმად, მას შეუძლია ხელი შეუშალოს სისხლის შედედებას, რაც ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკსს.
გარდა ამისა გუარანას შეუძლია შეამციროს სისხლში LDL (მავნე) ქოლესტერინი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გულის მუშაობისთვის.
5.კანის ჯანმრთელობა
გუარანა შესანიშნავი დანამატია კანის მოვლის მხრივაც. ეს შესაძლებელია კოფეინისა და ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით. კოფეინი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ის ასევე ანელებს კანის ფოტოდაბერებას და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
გუარანა ხშირად გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებშიც, რომელიც ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას თვალის არეში.
6.ხელს უწყობს წონის კლებას
გუარანა ერთ ერთი მთავარი ინგრედიენტია ცხიმისწმველ საკვებდანამატებში. ეს ეფექტი კვლავაც შესაძლებელია მასში არსებული ძლიერი ნაერთების შედეგად.
პოპულარულ ამერიკულ ჟურნალ Clinical Nutrition-ში გამოქვეყნებულია კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომ კოფეინი აძლიერებს მეტაბოლიზმის მუშაობას მინიმუმ 11 პროცენტით, 12 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, კვლევამ დაადასტურა, რომ გუარანა ანელებს ცხიმოვანი უჯრედების წარმოებას, რაც ეხმარება სხეულს ცხიმის ინდექსის შემცირებაში.